მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი თვლის რომ მის გუნდს ფორტუნა დაეხმარა ამ გამარჯვების მიღწევაში. "ბედისწერამ ჩვენ დახმარების ხელი გამოგვიწოდა, ჩვენ გვქონდა დასახული მიზანი რომლის მისაღწევათაც მივისწრაფოდით და მივაღწიეთ. ფორტუნა ჩვენს მხარეზე აღმოჩნდა როდესაც ტერი წაბორძიკდა და პენალტი ვერ გამოიყენა. მაშინ მე გავიფიქრე რომ ჩვენ აუცილებლად მოვიგებდით. განვიცდი უდიდეს სიამაყეს და ბედნიერი ვარ იმით რომ ჩვენ კვლავ ჩემპიონები ვართ. მიუხედავად ამისა დიდ ხანს არ ვაპრებ ზეიმს და რამოდენიმე დღეში უკვე მომავალ სეზონზე ფიქრს შევუდგები"-განაცხადა სერ ალექსმა. სერ ალექს ფერგიუსონმა ჩემპიონთა ლიგა მეორედ მოიგო, პირველად მან ეს 1999 წელს მოახერხა, როდესაც სასწაულით დაამარცხა მიუხენის ბაიერნი, მაშინ მანჩესტერელებმა მაჩის მიწურულს 2 გოლი გაიტანეს და მართლაც სასწაული მოახდინეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ სერ ალექს ფერგიუსონი უკვე 22ე წელია რაც გუნდშია, ეს შედეგი კი თანამედროვე ფეხბურთში ნამდვილად ძალზედ დიდი მიღწევა