ოთხსაბათი, 2025-01-22, 2:52 AM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » მაისი » 23 » “მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
“მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
2:19 AM

ინგლისურმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” ევროპული საკლუბო სეზონი ტრიუმფით დაასრულა. ალექს ფერგიუსონის გუნდმა, ქვეყნის ჩემპიონის ტიტულთან ერთად, კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი - ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.
“მანჩესტერ იუნაიტედმა” ოთხშაბათს, მოსკოვში, სტადიონ “ლუჟნიკზე”, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში ლონდონის “ჩელსის” პენალტების სერიაში 6:5 სძლია და არსებობის ისტორიაში, 1878 წლიდან – დღემდე, მესამედ დაეუფლა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტიტულს(1968, 1999, 2008), აქედან ორჯერ გუნდი უდიდეს წარმატებამდე ალექს ფერგიუსონმა მიიყვანა.
ჩემპიონთა ლიგის მოსკოვურმა ფინალმა, ინგლისური კლუბების მონაწილეობით, ფეხბურთის მოყვარულთა მოლოდინი სრულებით გაამართლა. “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ჩელსის” დაპირისპირება უკომპრომისო, ზედაძაბული გამოდგა და მას ალბათ ვერც სანახაობრივ მხარეს დაუწუნებს ვინმე. მატჩის პირველ ტაიმში უკეთ მანჩესტერელი ფეხბურთელები გამოიყურებოდნენ, რომლებმაც 26-ე წუთზე გახსნეს კიდეც ანგარიში, გუნდი სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა კრიშტიანუ რონალდუმ თავური დარტყმით დააწინაურა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ პორტუგალიელი აღიარეს. “იუნაიტედს” ანგარიშის გაზრდის საუკეთესო შანსი მალევე ორჯერ მიეცა, თუმცა “არისტოკრატები” გოლს საკუთარი კარის დარაჯის პეტერ ჩეხის ფანტასტიური რეაქციის შედეგად გადაურჩნენ, ჩეხმა გოლკიპერმა ჯერ ტევესს არ დანება საკუთარი კარი, შემდეგ კი დამატებაზე კერიკის ძლიერ დარტყმასაც გაუმკლავდა. ტაიმის მიწურულს კი ანგარიში გათანაბრდა – მიკაელ ესიენის ძლიერი დარტყმის შემდეგ რიო ფერდინანდის ზურგიდან ასხლეტილი ბურთი ფრენკ ლამპარდის ფეხთით აღმოჩნდა და ლონდონელთა ერთ-ერთმა ლიდერმაც აუღელვებლად მიუჩინა მას ადგილი ვან დერ საარის კარში.
შესვენების შემდეგ მოედანზე მდგომარეობა საპირისპიროდ შეიცვალა, მეორე ტაიმში მატჩის სადავეებს “ჩელსი” ფლობდა, თუმცა მანჩესტერელთა კართან რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე მხოლოდ ერთხელ მივიდა, მიზანთან ახლოს დიდიე დროგბა იყო, რომლის ოსტატური დარტყმის შემდეგ ბურთი “იუნაიტედის” კარის ძელმა აისხლიტა. როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, თუმცა პენალტების სერიამდე გუნდებმა თითო რეალური მომენტი გაცვალეს, ლამპარდის დარტყმის შემდეგ ბურთი მანჩესტერელთა ხარიხამ მოიგერია, ხოლო შემდეგ “ჩელსი” კაპიტანმა ჯონ ტერიმ იხსნა, რომელმაც შეცვალზე გამოსული რაიან გიგზის დარტყმული ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა. სხვათაშორის, ვეტერანმა უელსელმა ფეხბურთელმა მოსკოვში “მანჩესტერ იუნაიტედის” საკლუბო რეკორდი დაამყარა. ეს მატჩი რაიან გიგზისთვის “იუნაიტედის” შემადგენლობაში რიგით 759 იყო, ხოლო აქამდე რეკორდი, 758 მატჩი, კლუბის ლეგენდარულ ფეხბურთელს ბობი ჩარლტონს ეკუთვნოდა. ჩარლტონის ნაჩვენები შედეგი საუკეთესოდ ითვლებოდა 1973 წლის აპრილიდან მოყოლებული.
დავუბრუნდეთ მატჩს, რომლის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. მას შემდეგ რაც, მანჩესტელთა ლიდერ კრიშტიანუ რონალდუს ჩეხმა აჯობა, “ჩელსის” არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის პირველად მოგების საუკეთესო შანსი მიეცა, თუმცა ლონდონელთა კაპიტანს ჯონ ტერის დარტყმის დროს ფეხი დაუცდა და მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა, ამის შემდეგ ანდერსონმა და კალუმ გაცვალეს ზუსტი დარტყმები, გიგზმა თავისი გუნდი დააწინაურა, ხოლო გადამწყვეტი ნიკოლა ანელკას უზუსტობა გამოდგა, ფრანგ ფორვარდს ვან დერ საარმა აჯობა - 6:5 და “ლუჟნიკზე” მანჩესტერელთა ზეიმი დაიწყო, რომელიც მოგვიანებით რუსეთის დედაქალაქის ქუჩებში გაგრძელდა. რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მოსკოვის ქუჩებში “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ჩელსის” ფანებს შორის რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რომლის აღკვეთაც მალევე მოხერხდა და სერიოზულად არავინ დაზარალებულა.
ამგვარად, “მანჩესტერ იუნაიტედი” ევროპის საკლუბო ჩემპიონია! ახლა მანჩესტერელებს კონტინენტის სუპერთასის ფინალი ელით წინ უეფას თასის მფლობელ სანქტ პეტერბურგის “ზენიტთან”. ეს შეხვედრა 29 აგვისტოს, მონაკოში გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის 2007/2008 წლების სეზონის ფინალური მატჩი
21 მაისი. მოსკოვი. სტადიონი “ლუჟნიკი”. 84 000 მაყურებელი
მანჩესტერ იუნაიტედი – ჩელსი 1:1 (დ.დ. 1:1) პენალტების სერია - 6:5
გოლები: 1:0 რონალდუ (26), 1:1 ლამპარდი (45)
მანჩესტერ იუნაიტედი: ვან დერ საარი, ევრა, ვიდიჩი, ფერდინანდი, ბრაუნი (120. ანდერსონი), ჰარგრივზი, კერიკი, სქოულზი (88. გიგზი), რონალდუ, რუნი (101. ნანი), ტევესი.
ჩელსი: ჩეხი, ე. კოული, ტერი, კარვალიუ, მაკელელე (120. ბელეტი), ესიენი, ლამპარდი, ჯ. კოული (98. ანელკა), ბალაკი, მალუდა (93. კალუ), დროგბა.
გაფრთხილება: სქოულზი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ტევესი – მაკელელე, კარვალიუ, ბალაკი, ესიენი.
გაძევება: დროგბა (116)
მსაჯი: ლუბოშ მიხელი (სლოვაკეთი)

პენალტები სერია
ტევესი (1:0) ბალაკი (1:1)
კერიკი (2:1) ბელეტი (2:2)
რონალდუ (2:2 - მეკარე) ლამპარდი (2:3)
ჰარგრივზი (3:3) ე. კოული (3:4)
ნანი (4:4) ტერი (4:4 - ააცილა)
ანდერსონი (5:4) კალუ (5:5)
გიგზი (6:5) ანელკა (6:5 - მეკარე)







Views: 888 | Added by: Cristiano_Ronaldo_7 | Rating: 0.0/0 |
Total comments: 2
2 gio_mu  
0
mec wakitxva ar damezara da dagifase nagvawi wink

1 gio_mu  
0
saagol. ar gezareboda mainc amdenis dawera smile magari kaci xar ra....

Only registered users can add comments.
[ Register | Log in ]
შესვლა საიტზე
კალენდარი
«  მაისი 2008  »
კვორსამოთხხუთპარშაბ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz