ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ გილმა განაცხადა, რომ კლუბი, ჩემპიონთა ლიგისა და ინგლისის პრემიერლიგის მოგების აღსანიშნავად, ქალაქში საზეიმო აღლუმის მოწყობას აპირებს. ამის შესახებ, გილმა კლუბის ტელეარხს განუცხადა. თავდაპირველად, აღლუმის გამართვა დღეისთვის იგეგმებოდა, თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობამ მისი ორგანიზება ზაფხულისთვის გადადო. “მის სათანადოდ ორგანიზებას დიდი დრო სჭირდება. აუცილებელია, რომ ყველაფერი ქალაქის ხელმძღვანელობასთან და პოლიციასთან შევათანხმოთ”, – აღნიშნა გილმა.