ორშაბათი, 2025-07-07, 4:58 PM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » მაისი » 23 » ფერდინანდი: “დარწმუნებული ვიყავი, რომ ტერი გაიტანდა”
ფერდინანდი: “დარწმუნებული ვიყავი, რომ ტერი გაიტანდა”
2:12 AM

ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანმა რიო ფერდინანდმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების შემდეგ აღიარა, რომ დარწმუნებული იყო, “ჩელსის” კაპიტანი ჯონ ტერი პენალტს გაიტანდა და “მანჩესტერი” თასის გარეშე დარჩებოა.
ამის შესახებ, ფერდინანდმა Reuters განუცხადა.
ტერი თერთმეტმეტრიანების სერიის გადამწყვეტ, მე-5 დარტყმას ასრულებდა და გოლი რომ გაეტანა, თასი “ჩელსის” დარჩებოდა, მაგრამ მას ფეხი დაუცურდა და ბურთი კარს ააცილა. ამის შემდეგ, მის თანაგუნდელ ნიკოლა ანელკას, “მანჩესტერის” კარის დარაჯმა ვან დერ სარმა აჯობა და თასი “იუნაიტედს” დარჩა.
“ვფიქრობდი, რომ ჯონი პენალტს გაიტანდა. ვარჯიშების დროს, ის თერთმეტმეტრიანებს იდეალურად არტყამს, თუმცა, მისდა საუბედუროდ, ფეხი დაუცურდა, მაგრამ ვიღაცას ხომ უნდა წაეგო”, – თქვა ფერდინანდმა, რომელიც ტერის თანაგუნდელია ინგლისის ეროვნულ ნაკრებში.



Views: 791 | Added by: Cristiano_Ronaldo_7 | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
Only registered users can add comments.
[ Register | Log in ]
შესვლა საიტზე
კალენდარი
«  მაისი 2008  »
კვ ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz