შაბათი, 2025-02-01, 10:09 PM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » მაისი » 23 » ვან დერ სარი: “12 წლის წინ, თერთმეტმეტრიანებში არ გამიმართლა”
ვან დერ სარი: “12 წლის წინ, თერთმეტმეტრიანებში არ გამიმართლა”
2:11 AM

მოსკოვში, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ჩელსის” შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრის გმირი, მანჩესტერელთა ჰოლანდიელი კარის დარაჯი ედვინ ვან დერ სარი გახდა, რომელმაც მატჩისშემდგომ თერთმეტმეტრიანებში, ნიკოლა ანელკას დარტყმა მოიგერია და “მანჩესტერს”, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩემპიონთა თასი მე-2-ედ მოაგებინა.
1999 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში, როდესაც ბარსელონაში “მანჩესტერმა” მიუნხენის “ბაიერნი” დრამატულ შეხვედრაში დაამარცხა, ინგლისური კლუბის კარს პეტერ შმეიხელი იცავდა, თავად ვან დერ საარს კი, ჰოლანდიური “აიაქსის” შემადგენლობაში, ფინალი 2-ჯერ უთამაშია. 13 წლის წინ, “აიაქსმა” “მილანი” 1:0 დაამარცხა, ერთი წლის შემდეგ კი, “აიაქსი” “იუვენტუსთან” თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა. სამაგიეროდ, 37 წლის მეკარის გუნდმა, გუშინ, თერთმეტმეტრიანების სერიით, გამარჯვება მოიპოვა.
“12 წლის წინ, მე თერთმეტმეტრიანების სერიაში დავმარცხდი, ახლა კი მოვიგე. ჩვენ ეს დავიმსახურეთ”, – განუცხადა АР–ს ედვინ ვან დერ სარმა.


Views: 853 | Added by: Cristiano_Ronaldo_7 | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
Only registered users can add comments.
[ Register | Log in ]
შესვლა საიტზე
კალენდარი
«  მაისი 2008  »
კვორსამოთხხუთპარშაბ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz