ოთხსაბათი, 2025-01-22, 2:59 AM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » მაისი » 23 » რონალდუ: “გავიფიქრე, რომ ეს დღე, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი იქნებოდა”
რონალდუ: “გავიფიქრე, რომ ეს დღე, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი იქნებოდა”
2:09 AM

ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელი ნახევარმცველი კრიშტიანუ რონალდუ აღიარებს, რომ მატჩისშემდგომ თერთმეტმეტრიანების სერიაში მის მიერ გაფუჭებულმა დარტყმამ, “მანჩესტერი”, ლამის, ჩემპიონთა ლიგის გარეშე დატოვა.
ამის შესახებ, რონალდუმ უეფას ოფიციალურ საიტს უთხრა.
“გავიფიქრე, რომ წავაგებდით. ვფიქრობდი, რომ ეს დღე, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღე იქნებოდა. თუმცა საბოლოოდ, სეზონის 2 უმთავრესი ჯილდო, პრემიერლიგა და ჩემპიონთა თასი მოვიგეთ და ახლა, დღევანდელი დღე, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო დღე იქნება. მე ძალიან ამაყი ვარ”, – თქვა რონალდუმ.
მატჩისშემდგომ თერთმეტმეტრიანების სერიაში, რონალდუს დარტყმა “ჩელსის” მეკარე პეტერ ჩეხმა მოიგერია, მაგრამ მერე, ჯერ ლონდონელთა კაპიტანმა ჯონ ტერიმ ბურთი კარს ააცილა, ნიკოლა ანელკას დარტყმა კი, ვან დერ სარმა მოიგერია.
მიუხედავად გაფუჭებული თერთმეტმეტრიანისა, რონალდუ ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

Views: 784 | Added by: Cristiano_Ronaldo_7 | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
Only registered users can add comments.
[ Register | Log in ]
შესვლა საიტზე
კალენდარი
«  მაისი 2008  »
კვორსამოთხხუთპარშაბ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz