ორშაბათი, 2025-07-07, 5:10 AM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » მაისი » 20 » რუნი სანახაობრივ თამაშს ელის
რუნი სანახაობრივ თამაშს ელის
9:21 AM

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი უეინ რუნი იმედოვნებს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი სანახაობრივი გამოდგება და გულშემატკივრებს სიამოვნებას მიანიჭებს.
“ჩელსისთან” მომავალ დაპირისპირებაზე მანჩესტერელთა შემტევმა მოსკოვში, რუს ჟურნალისტებთან ისაუბრა.
- მეტად მნიშვნელოვანი მატჩი გველის, რომელიც ჩვენგან მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს. გამარჯვების მისაღწევად ყველაფერი უნდა გავიღოთ.
- რომელ გუნდს აქვს მეტი შანსი?
- ორივე გუნდი შესანიშნავი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. “ჩელსის” ჰყავს ლამპარდი, ჯო კოული, დროგბა... ეს ფეხბურთელები ყოველთვის მზად არინ ბრძოლისთვის.
- იმის გათვალისწინებით, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ჩელსის” ინგლისის ჩემპიონატში აჯობა, თქვენი აზრით, ფსიქოლოგიური უპირატესობა ვის მხარეს იქნება?
- ვფიქრობ, ფსიქოლოგიურად ჩვენ უფრო თავისუფალნი ვიქნებით. თუკი “ჩელსი” ამ მატჩში გამარჯვებას ვერ შეძლებს, სეზონს ტიტულის გარეშე დაასრულებს. ამან მოწინააღმდეგეზე დამატებითი ზეწოლა უნდა მოხდინოს, რაც ჩვენ ცოტა დაგვეხმარება. იმედი მაქვს, თამაში ინგლისურად გახსნილი, სანახაობრივი იქნება და ფეხბურთის მოყვარულები სიამოვნებას მიიღებენ.
- მოწინააღმდეგე გუნდში თქვენს ნაცნობებს უკვე ესაუბრეთ?
- ახლა ამის დრო არ არის. ორივე გუნდი მხოლოდ მომავალი მატჩისთვის მზადებით არის დაკავებული. ოთხშაბათის შემდეგი კი ვისაუბრებთ.

Views: 654 | Added by: Cristiano_Ronaldo_7 | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
Only registered users can add comments.
[ Register | Log in ]
შესვლა საიტზე
კალენდარი
«  მაისი 2008  »
კვ ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz