ორშაბათი, 2025-07-07, 4:22 AM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » მაისი » 20 » კრიშტიანუ რონალდუ საუკეთესოა
კრიშტიანუ რონალდუ საუკეთესოა
9:06 AM

ტიერი ანრის შემდეგ რონალდუ პირველია, რომელმაც ტიტულის შენარჩუნება შეძლო: ლონდონის ”არსენალის” ფრანგმა ექს-ფორვარდმა მსგავსი რამ 2003-2004 წლებში შეძლო. პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენ რეფერენდუმში რონალდუმ ”ლივერპულის” ლიდერებს, ესპანელ თავდამსხმელ ფერნანდო ტორესს და კლუბის კაპიტან სტივენ ჯერარდს აჯობა. ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეც დაასახელა - ეს ტიტული ლონდონის ”არსენალის” ესპანელმა გამთამაშებელმა სესკ ფაბრეგასმა მოიპოვა. ამ ნომინაციაში შარშან კრიშტიანუ რონალდუმ იმარჯვა. ”ამ ჯილდოს მთელ გუნდს ვუძღვნი - რომ არა მათი თანადგომა, სეზონს ასე კარგად ვერ ჩავატარებდი,” - განაცხადა პორტუგალიელმა, რომელმაც ამ სეზონში ყველა ტურნირზე 41 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუმ ”მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში ინგლისის სუპერთასი და პრემიერლიგა მოიგო, ამას გარდა, 31 გოლით საუკეთესო ბომბარდირის ტიტულიც მოიპოვა. ”მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივრებმა ის კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და სერ მატ ბასბის ჯილდო გადასცეს, ფეხბურთელებმა კი თავიანთი გამოკითხვით აღიარეს საუკეთესოდ.
Views: 705 | Added by: Cristiano_Ronaldo_7 | Rating: 0.0/0 |
Total comments: 0
Only registered users can add comments.
[ Register | Log in ]
შესვლა საიტზე
კალენდარი
«  მაისი 2008  »
კვ ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz