Main » 2008»მაისი»10 » ფერგიუსონი დაძაბულობის განმუხტვას ჩემპიონთა ლიგის მოგებით გეგმავს
ფერგიუსონი დაძაბულობის განმუხტვას ჩემპიონთა ლიგის მოგებით გეგმავს
1:26 PM
ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” შოტლანდიელი მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ამბობს, რომ მიმდინარე საფეხბურთო სეზონის ბოლო, დაძაბულობით გამოირჩევა და მისი განმუხტვა, მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეუძლია. ამის შესახებ, ფერგიუსონმა ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურის, “უიგანთან” სტუმრად გასამართი შეხვედრის წინ კლუბის ოფიციალურ საიტს განუცხადა. თუ “მანჩესტერმა” ხვალ “უიგანის” დამარცხება მოახერხა, მიუხედავად “ჩელსისა” და “ნიუკასლის” პარალელური შეხვედრის შედეგისა, ის ინგლისის ჩემპიონი გახდება, ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა კი 21 მაისს, მოსკოვში გაიმართება და ფერგიუსონის გუნდის მეტოქე ლონდონის “ჩელსი” იქნება. “ახლა, ყველა დამუხტულები ვართ ემოციურად. არის ისეთი თამაშები, რომლებსაც ნერვიულობა არ ახლავს, თუმცა სეზონის დასასრული მუდამ განსაკუთრებულად ამაღელვებელია. იმედი მაქვს, რომ მოსკოვში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვიმარჯვებთ და ამით, მორალურ კმაყოფილებას მივიღებთ”, – თქვა ალექს ფერგიუსონმა. ფერგიუსონს, “მანჩესტერ იუნაიტედიდან” შესაძლო წასვლის შესახებაც ჰკითხეს. “ზოგჯერ მანჩესტერში გატარებული რთული მომენტები მახსენდება, ცოტა ხნის წინ ხომ კლუბიდან წასვლა, პრაქტიკულად გადაწყვეტილი მქონდა! ამ მომენტში გუნდიდან წასვლა აზრადაც არ მაქვს და ვერც კი წარმომიდგენია, როგორ უნდა მოხდეს ეს”, – განაცხადა ფერგიუსონმა.