ლონდონის “ჩელსის” პორტუგალიელ მცველ რიკარდო კარვალიოს მისი გუნდის პრემიერლიგაში გაჩემპიონების სჯერა. ამის შესახებ, ბრიტანული გამოცემა Daily Mirror-ი იუწყება. ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ტურის წინ, კარვალიომ ასეთი კომენტარი გააკეთა: “მანჩესტერ იუნაიტედი” დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, ვინაიდან ბევრი ამ გუნდს უკვე ჩემპიონად თვლის. კრიშტიანუ რონალდუ “ვარსკვლავია”, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისიც ადამიანია, რომელსაც შეუძლია წარუმატებლობა განიცადოს. სასწაულები ხდება და იმედი გვაქვს, რომ “უიგანი” მანჩესტერელებს ქულებს დააკარგვინებს, ხოლო ჩვენ “ბოლტონის” დამარცხებაღა მოგვიწევს. მიმდინარე სეზონში, “მანჩესტერ იუნატედთან” “ჩელსის” დაპირისპირებას შეიძლება სენსაციური ვუწოდოთ. ამიტომ, ჩვენ ახლაც შეგვიძლია ყველას გაოცება” - განაცხადა კარვალიომ. ინგლისის პრემიერლიგის დასკვნით ტურში, “მანჩესტერ იუნაიტედი” სტუმრად “უიგანს” შეხვდება, ხოლო “ჩელსი” “ბოლტონს” მიიღებს. თუ მანჩესტერელები ქულებს დაკარგავენ და “ჩელსი” თამაშს მოიგებს, მაშინ ჩემპიონი ლონდონელები ხდებიან. იმ შემთხვევაში, თუ ორივე გუნდმა გაიმარჯვა ან შეხვედრები ფრედ დასრულდა ან კიდევ წააგო, ტიტულს “მანჩესტერ იუნატედი” მოიგებს. ამჟამად, ორივე გუნდს 84-84 ქულა აქვს, მაგრამ მანჩესტერელებს მეტოქესთან შედარებით, გატანილი და გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობა აქვთ.