ინგლისის საჩემპიონო რბოლას რეალურად სამი პრეტენდენტი რომ შემორჩა, ადვილი მისახვედრია. “არსენალი” ლიდერს 6 ქულით ჩამორჩება, “ჩელსი” - 5-ით და ალბათ მთავარი ბრძოლა “მანჩესტერსა” და “ჩელსის” შორის გაიმართება. ეს კლუბები ერთმანეთს “სტემფორდ ბრიჯზე” 26 აპრილს ხვდებიან და თქმა არ უნდა, ეს მატჩი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. - ჩემპიონობის საუკეთესო შანსი გვაქვს, მაგრამ კვალში “ჩელსი” გვიდგას. “არისტოკრატები” გამართულ ფეხბურთს თამაშობენ და ქულებს სტაბილურად აგროვებენ. ამიტომაც, მიმაჩნია რომ საჩემპიონო გზა სწორედ “ჩელსიზე” გადის. დარწმუნებული ვარ, საშუალო დონის კლუბებთან ქულებს არცერთი არ დავკარგავთ და მთავარი მატჩი “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართება, - განაცხადა ფერგიუსონმა.
|