ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი კრიშტიანუ რონალდუ, პრემიერლიგაში საუკეთესო დრიბლიორია. როგორც ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი იტყობინება, ასეთია კვლევის შედეგი, რომელიც კომპანია Opta-მ ჩაატარა. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ყველაზე ხშირად, მოწინააღმდეგის კარში სწორედ რონალდუ ურტყამს. მიმდინარე სეზონში, მის ანგარიშზე 90 დარტყმაა. საუკეთესო მეპასეთა შორის, 1676 ზუსტი გადაცემით, პირველ ადგილზეა ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი ჩესკ ფაბრეგასი, ხოლო “ლივერპულის” ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ ყველაზე მეტი, 129 ვარდნა შეასრულა. “არსენალის” თავდამსხმელი ემანუელ ადებაიორი, ყველაზე ხშირად ხვდება თამაშგარე მდგომარეობაში (54). ყველაზე მეტი, 306 ფლანგური გადაცემა შეასრულა “ბლექბერნის” ნახევარმცველმა დევიდ ბენტლიმ, ხოლო “ბოლტონელი” კევინ დევისი, ყველაზე ხშირად არღვევს თამაშის წესებს (76). გუნდებიდან უხეშობით “მიდლსბრო” გამოირჩევა (422). ყველაზე ხშირად, მოწინააღმდეგის კარში “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები ურტყამენ (420).