იტალიური “რომას” მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი “მანჩესტერ იუნაიტედთან” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩის წინ აცხადებს, რომ ბრიტანელებზე რევანშის აღება სურს. ამის შესახებ Channel4-ი იტყობინება. “როცა შვიტყვე, რომ “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოგვიწევდა შეხვედრა სიხარულისგან შევყვირე. ეს შესანიშნავი შანსია შარშანდელის გამო რევანშის ასაღებად, რაც ჩვენთვის ღირსების საკითხია. ერთი წლის განმავლობაში ტკივილს ვატარებთ, ახლა კი ყველაფერის გამოსწორება შეგვიძლია” - აცხადებს სპალეტი. “რომა” “მანჩესტერ იუნაიტედს” ხვალ, 1 აპრილს “ოლიმპიკოზე” უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო მატჩი “ოლდ ტრაფორდზე” 9 აპრილს გაიმართება. ამ გუნდების გზები ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონშიც ამავე ეტაპზე გადაიკვეთა და “რომა” შინ 2:1 გამარჯვების შემდეგ სტუმრად გამანადგურებელი ანგარიში - 1:7 დამარცხდა.
|