ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი” რომში გაემგზავრა, სადაც ხვალ, “რომას” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი მატჩის გამართვა მოუწევს. კლუბის ოფიციალური ინტერნეტ-გვერდის ცნობით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა იტალიაში 21 ფეხბურთელი იახლა:
მეკარეები: ვან დერ საარი, კუშჩაკი, ჰიტონი;
მცველები: ოში, ბრაუნი, ფერდინანდი, ვიდიჩი, პიკე, სილვესტრი, ევრა;
ნახევარმცველები: ანდერსონი, კრიშტიანუ რონალდუ, პაკ ჩუ სუნი, ჰარგრივზი, სქოულზი, კერიკი, გიგზი, იგლზი;
თავდამსხმელები: ტევესი, რუნი, უელბეკი. ინგლისურ კლუბს “რომასთან” დაპირისპირებაში ტრავმის გამო პორტუგალიელი ნახევარმცველი ნანი ვერ დაეხმარება. სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდნენ: ედვინ ვან დერ საარი, მაიკლ კერიკი, პატრის ევრა, რიო ფერდინანდი და რაიან გიგზი. რაც შეეხება მიკაელ სილვესტრს, “რომასთან” მატჩი ფრანგი მცველისთვის, რომელსაც სეზონის დიდი ნაწილი მუხლზე გადატანილი ოპერაციის გამო გაუცდა, სექტემბრის შემდეგ პირველი იქნება.
|