“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა უეინ რუნიმ გაწელილი მშრალი სერია “ასტონ ვილასთან” მატჩში შეწყვიტა და ბირმინგემელებს ერთბაშად ორი გოლი გაუტანა, რამაც “წითელი ეშმაკუნების” თავკაცი, სერ აქლეს ფერგიუსონი ძლიერ გაახარა. – უეინს მშრალი სერია იმდენ ხანს გაეჭიმა, უკვე აღარ მეგონა, ოდესმე გოლის გატანას კიდევ თუ შეძლებდა. საბედნიეროდ, ნავსი გატყდა. რუნი ისეთი ტიპის ფორვარდია, ახლა შეიძლება გატანა რეგულარულად დაიწყოს და თუ ჩემი ვარაუდი გაამართლა, ძალიან ბედნიერი ვიქნები. კრიშტიანუ რონალდუს გოლს რაც შეეხება, მისი სილამაზე მანამდე ვერ აღვიქვი, სანამ გამეორებაზე რამდენჯერმე არ ვნახე. მინდა ვთქვა, რომ კრიშტიანუმ ყველაფერი ბრწყინვალედ გააკეთა და საერთოდაც, დღეს ჩვენ სეზონის ერთ–ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ. ახლა, ჩემპიონატის ბოლომდე 6 მატჩი დაგვრჩა გასამართი, რომელთაგან ოთხი სტუმრად გვიწევს და დარჩენილ შეხვედრებშიც ასევე თამაშს შევეცდებით, – განაცხადა ფერგიუსონმა.
აქვე გამცნობთ, რომ “ასტონ ვილასთან” გამარჯვების სიხარული ფერგიუსონს ერთბაშად ოთხი წამყვანი ფეხბურთელის ტრავმებმა გააუფერულა. როგორც ცნობილი გახდა, მაიკლს კარიკმა, პატრის ევრამ, რიო ფერდინანდმა და რაიან გიგზმა ბირმინგელებთან მატჩში საკმაოდ სერიოზული ტრავმები მიიღეს და ფეხბურთელების პირველადი დათვალიერების შემდეგ, კლუბის სამედიცინო სამსახურმა ფერგიუსონს აცნობა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე იტალიურ “რომასთან” აღნიშნული ოთხეულის თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია.
|