ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მარცხენა მცველი პატრის ევრა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში სხვა კლუბში გადავიდეს. ამის შესახებ, საფეხბურთო ინტერნეტ-გამოცემა Goal.com-ი იუწყება. “კლუბის ხელმძღვანელობას ერთხელ უკვე შევხვდი ჩემი ახალი კონტრაქტის პირობების განსახილველად. აქედან გამომდინარე, “მანჩესტერ იუნაიტედში” ჩემი პოზიციის შესახებ იციან. მანჩესტერში თავს კარგად ვგრძნობ და თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ვიხარჯები, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ამ ზაფხულს, ან ერთი წლის შემდეგ, კლუბი შევიცვალო” - განაცხადა ევრამ. ფრანგ ფეხბურთელს “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს და მის გაგრძელებას არ ჩქარობს.
|