სერ ალექს ფერგიუსონი აღნიშნავს,რომ კრიშტიანო რონალდო მას ჯორჯ ბესტს აგონებს.როგორც მოგეხსენებათ,რონალდომ ბესტის რეკორდი დაამხო როდესაც ბოლტონს დუბლი შეუსრულა.ეს უკვე რონალდოს 34 ბურთია მთლიან ჯამში.ბოლო მათგანი მან ლივერპულს გაუტანა.ფერგიუსონი:"რა თქმა უნდა მათ შორის დიდი მსგავსებაა.როდესაც ბესტი გარემარბი იყო,არა მგონია იგი მხოლოდ მარცხენა ფრთაზე ირჯებოდა.როგორც მახსოვს მარჯვნივაც იყო და ხშირ შემთხვევაში ცენტრშიც მიიწევდა.ზუსტად ასე აკეთებს კრისტიანოც.მე მახსოვს ჯორჯის გოლები,მას ფრთიდან უყვარდა დაწყება და მხოლოდ შემდეგ მიიწევდა ცენტრისკენ,ზუსტად როგორც კრისტიანო.ბიჭი ახლა შენანიშნავ ფორმაშია".შეიძლება რონალდომ ბესტის რეკორდი დაამხო,მაგრამ საერთო რეკორდი კიდევ ერთ არაჩვეულებრივ ფეხბურთელ ,წარსულში 10 ნომრად მოთამაშე დენის ლოუს ეკუთვის.მან 1963/1964 წლებში 46 ბურთი გაიტანა.სერ ალექსი:"დენისი ჩემი გმირი იყო,მაგრამ ისიც კი დამავიწყდა რომ მან პირადად ჩემი რეკორდიც დაამხო".შეგახსენებთ რომ სერ ალექსმა დანფერმლაინში თამაშის დროს 1951/1952 45 ბურთი გაიტანა 51 შეხვედრაში,ასე რომ იგი შენანიშნავი ფეხბურთელიც ყოფილა.
|