ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, საფრანგეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში, “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი რიო ფერდინანდი იქნება.
ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
ინგლისელთა მთავარი მწვრთნელის, ფაბიო კაპელოს განცხადებით, მას კაპიტნის როლში რამდენიმე კანდიდატის გამოცდა სურს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დაწყების წინ მიიღებს. ინგლისის ნაკრების სათავეში ფაბიო კაპელოს მისვლამდე გუნდის კაპიტანი ჯონ ტერი იყო. იტალიელი სპეციალისტისთვის სადებიუტო მატჩში, შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ ინგლისელებს მოედანზე სტივენ ჯერარდი გაუძღვა.
|