ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარჯო ვან ბასტენმა “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე ედვინ ვან დერ საარი ავსტრიის ნაკრებთან ჩასატარებელი ამხანაგური მატჩისთვის არ გამოიძახა.
- ვან დერ საართან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ ის მთელ კონცენტრაციას კლუბზე მოახდეს. ახლა მათ მნიშვნელოვანი თამაშები ელით. მთავარია, რომ ეს ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის მასამზადებელი ეტაპის დასაწყისს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს, - განაცხადა ვან ბასტენმა.
|