ბრიტანული საფეხბურთო კლუბის "ლივერპულის" ნახევარმცველმა განაცხადა, რომ ვერ გაუგია, თუ რატომ იქნა გაგდებული მოედნიდან "მანჩესტერის" წინააღმდეგ მატჩში. შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა 3:0 მასპინძლებმა მოიგეს ხოლო, მასკერანო 44-ე წუთზე იქნა გაძევებული.
"როდესაც მსაჯმა წითელი ბარათი მიჩვენა, მე არ შემეძლო ამის დაჯერება. მე დამაინტერესა რა იყო ამის მიზეზი და მსაჯთან ამის გასარკვევად ვცდილობდი მისვლას. არანაირ აგრესიას ამ მომენტში ნამდვილად არ ვავლენდი. მე მხოლოდ ვეკითხებოდი მეტი არაფერი. ბოდიში მინდა მოვუხადო გუნდსაც და გულშემატკივრებსაც, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თავს დამნაშევედ არ ვგრძნობ." - განუცხადა მასკერანომ ბრიტანულ საინფორმაციო სააგენტოს AP - ს.
ზემოთ აღნიშნული წითელი ბარათის გამო არგენტინელი ფეხბურთელი ვერ შესძლებს დაეხმაროს გუნდს ინგლისის პრემიერლიგის მორიგ ტურში.
|