ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის, ფრენკ ლამპარდისა და ფორვარდის, უეინ რუნის თამაში საფრანგეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
როგორც ბრიტანული გამოცემა The Daily Telegraph-ი იტყობინება, ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველმა პერმიერლიგის 31-ე ტურში “არსენალთან” შეხვედრაში ფეხის კუნთი დაიზიანა, ხოლო “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი “ლივერპულთან” დაპირისპირებაში დაშავდა. საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებებთა ამხანაგური მატჩი 26 მარტს გაიმართება.
|