ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცელები კრიშტიანუ რონალდუ და ნანი პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს 26 მარტს საბერძნეთთან ამხანაგურ მატჩში ვერ დაეხმარებიან.
ამის შესახებ სააგენტო AP-ი იტყობინება.
პორტუგალიის ნაკრების მკურნალი ენრიკე ჯონსი აცხადებს, რომ ორივე ფეხბურთელს პრემიერლიგაში “ლივერპულის” წინააღმდეგ კვირას გამართული მატჩის შემდეგ კუნთები აქვს დაზიანებული.
|