ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ შვედეთის ნაკრებთან მოახლოებული ამხანაგური მატჩისთვის, იტალიური “მილანის” ტრავმირებული ნახევარმცველის, კაკას ნაცვლად ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდა ფეხბურთელს ანდერსონს უხმო.
ამის შესახებ ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის ოფიციალური ინტერნეტ-გვერდი იტყობინება. 19 წლის ანდერსონს ბრაზილიის ეროვნულ გუნდში 3 მატჩი აქვს ჩატარებული. ბრაზილიისა და შვედეთის ნაკრებთა ამხანაგური მატჩი 26 მარტს გაიმართება.
|