დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით ვნებები არ ცხრება.სერ ალექს ფერგიუსონმა და რაფაელ ბენიტესმა უკვე მოასწრეს ერთმანეთის შეურაცყოფა უზრდელი გამონათქვამებით.(აღნიშნულ სიტყვებს არ შევეხები,მგონი არცაა საჭირო).სერ ალექს ფერგიუსონი:არასდროს მინახავს რაფაელს ამდენი ეყბედოს მსაჯებზე,იგი ცდილობს თავიდანვე მოახდინოს გავლენა მათზე.საინტერესოა სხვა შემთხვევებში იგი ჩუმად რატოა?ნუთუ მას ყველა დებილი გონია?არამგონია ამას მსაჯი ვერ ხვდებოდეს...".რაფაელ ბენიტესი:სერ ალექსი ძალზედ ჩკვიანი კაცია,ბოლოს და ბოლოს ამდენს მიაღწია,მაგრამ მე მხოლოდ იმის თქმა მინდა რომ ის ყოველ თამაში ცდილობს რონალდუ აარიდოს სახიფათო ინციდენტებს.მას ავიწყდება რო ფეხბურთში მრავლადაა ასეთი მომენტები და თუ ცრისტიანოს დამტვრევა ემუქრება,ეს ლივერპულისგან არ მოხდება.მაგრამ ადრე თუ გვიან მისი გამაღიზიანებელი ფინტები მოთამაშეებს ყელში ამოუვათ და შეიძლება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გამოაკლდეს".ჩემი აზრით ეს ყველაფერი თამაშის წინა ვნებათაღელვაა და რა გასაკვირია რო ისეთი ინტელიგენტი ადამიანები როგორიც სერ ალექსი და რაფაელ ბენიტესია გაზეთების მიერ გამოწვეულ ქარ-ცეცხლში ჩაებმნენ.