სერ ალექს ფერგიუსონი ირწმუნება რო მისი ფეხბურთელები ზეწოლას არ მოახდენენ მსაჯზე.როგორც მოგეხსენებათ დღეს-დღეობით ფეხბურთელები გარკვეული ანტიპათიით გამოირჩევიან მსაჯებთან მიმართებაში.ოთხშაბათს ჩელსისა და ტოტენჰემის შეხვედრაში ეშლი კოულმა და ტოტენჰემის ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ზურგი შეაქციეს მსაჯს.ასეთი საქციელი ფერგიუსონის აზრით დაუშვებელია:"ჩემი ფეხბურთელები არასდროს იქცევინ ასე.როდესაც მანჩესტერის ფორმას ატარებ,შენ პატივი უნდე სცე მეტოქე ფეხბურთელებს,მსაჯს და საკუთარ თავსაც.გარწმუნებთ რომ დგეს უდისციპლინო ფეხბურთელლები მანჩესტერში არ თამაშობენ.მე ჩემ ფეხბუთლებს ყოველთვის ვაძალებ რომ თითოეული თამაშის შემდეგ ხელი ჩამოართვან მსაჯს და მაისურები გაცვალონ მეტოქესთან.ეს ჯენტლმენური საქციელია.თუ მოიგე -პატივისცემაა მოწინააღმდეგის მიმართ,ხოლო თუ წააგე ,ამით შენ მეტოქეს ამცნობ რომ წაგების წყენა მოედანზევე დამთავრდა და მას გამარჯვებას ულოცავ.ყველაფერი ეს საჭიროა ,რათა ხალხმა დაინახოს ფეხბურთის კარგი მხარეები.მე იმედი მაქვს ,რომ ჩემს ფეხბურთელებს სხვებიც მიბაძავენ".ექსპერტების აზრით ფერგიუსონმა აღნიშნული კომენტარი გააკეთა,რადგან ამ ბოლო დროს ფედერაციისგან ზეწოლა იგრძნობოდა მანჩესტერის ფეხბურთელებისადმი და არც ის ფაქტი მიცემია დავიწყებას როდესაც სერ ალექსმა და კირუშმა ერთ-ერთი მატჩის შემდგომ მკაცრად გააკრიტიკეს ინგლისის ყველაზე პოპულარული მსაჯი (martin atkinson).ფერგიუსონი უმაყოფილო გახლდათ მსგავსი ინციდენტით და საზოგადოებას შეახსენა რომ მანჩესტერში მხოლოდ ჯენტლმენები თამაშობენ.ასევე ვარაუდობენ რომ შოტლანდიელ სპეციალისტს სურს ოდნავ განმუხტოს ის სიტუაციაა რომელიც მოსალოდნელია დღევანდელ მატჩში ამ 2 კლუბის ფანებს შორის.როგორც მოგეხსენებათ,მანჩესტერისა და ლივერპულის ფანებს საშინლად სძულთ ერთმანეთი და ჩვეულებრივ მათი შეხვედრები ინციდენტების გარეშე არასდროს მთავრდება
|