სერ ალექს ფერგიუსონს იმედი აქვს რო გუნდის ორი წამყვანი ფეხბურთელი რიო ფერდინანდი და ედვინ ვან დერ სარი დღეს გასამართ მატჩში ძირითად შემადგენლობაში დაიწყებენ თამაშს.სერ ალექსი თვლის რომ ლივერპულთან მატჩს შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.:"ჩვენ ველოდებით მათი ფიტნეს(ტანვარჯიშის)მწვრთნელის მოხსენებას.ჩვენ ასევე დავაკვირდებით თუ როგორ ივარჯიშებენ ისინი დგეს.ეს ორი მომენტი გადამწყვეტი იქნება.რაც შეეხება თითოეული მათგანის ახლანდელ მდგომარეობას რიოს თამაში საეჭვოა,ედვინის კი დიდი იმედი მაქვს რომ დროულად მოასწრებს გამოჯანმრთელებას.მხოლოდ ერთ-ერთი მათგანის თამაშიც კი დიდი ბონუსი იქნება ჩვენთვის თუ გავითვალისწინებთ მათ გამოცდილებას".ინგლისური ტაბლოიდები ირწმუნებიან რომ ეს სერ ალექსის კიდევ ერთი ხრიკია მეტოქის დასაბნევად.სავარაუდოდ ორივე ფეხბურთელი ძირითადში იქნება.