ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი პრემიერლიგაში “ლივერპულთან” მატჩს მოუთმენლად ელის.
გამოცდილმა სპეციალისტმა, რომლის გუნდი “მერსისაიდელებს” ხვალ “ოლდ ტრაფორდზე” უმასპინძლებს, მომავალ შეხვედრაზე Sky Sports-თან ისაუბრა. “ეს ფანტასტიური თამაში იქნება. შეუძლებელია ვერ იგრძნო ის დაძაბულობა, რომელიც მატჩის წინ სუფევს. ასეთ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება ყველას სურს. მოედანზე მხოლოდ ის გამოვა, ვინც მაქსიმალურად მზად იქნება. რაც შეეხება ფერდინანდის და ვან დერ საარის თამაშს, მათ ფიზიკურ კონდიციებს დღევანდელ ვარჯიშზე კიდევ შევამოწმებთ და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ. მართალია, გარკვეული პრობლემები აქვს ლუის საას, თუმცა ვფიქრობ, თამაშს შეძლებს” – განაცხადა ფერგიუსონმა.
“მანჩესტერ იუნაიტედი” ინგლისის ჩემპიონატის გათამაშების ცხრილს 30 ტურის შემდეგ 70 ქულით ლიდერობს, ხოლო “ლივერპული” 59 ქულით მეოთხეა.
|