ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა, ოპონენტები გააფრთხილა, რომ ისინი უიენ რუნის ერიდონ, რომელსაც, მისი აზრით, მიმდინარე სეზონში ოცზე მეტი გოლის გატან შეუძლია.
ამის შესახებ, საფეხბურთო ინტერნეტ-გამოცემა Goal.com იუწყება.
“სეზონი ჯერ დასრულებული არ არის. შარშანაც, რუნი კარგ სათამაშო ფორმაში სეზონის ბოლოს შევიდა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ბევრი გოლი გაიტანა. ვფიქრობ, მას წელს 20-ზე მეტი ბურთის გატანის ძალა შესწევს. ფსიქოლოგიური პრობლემა, მეტ-ნაკლებად, ყველა ახალგაზრდა ფორვარდს აწუხებს. შედეგად, თუ მათ თამაში არ მისდით, ისინი ამაზე ძალიან ბევრს ფიქრობენ. ამ მხრივ გამონაკლისი, არც რუნია. ფორვარდისთვის საკუთარი ძალების რწმენა მეტად მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე სეზონში, იგი თავის გამოჩენას კიდევ არაერთხელ შესძლებს”, – განაცხადა მანჩესტერელთა თავკაცმა.
მიმდინარე სეზონში, რუნის, “მანჩესსტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში, ყველა ტურნირში, რომელშიც გუნდი მონაწილეობდა, 13 გოლი აქვს გატანილი.
|