ალექს ფერგიუსონმა კრიშტიანუ რონალდის საუკეთესოთა შორის საუკეთესო უწოდა - პორტუგალიელი ვარსკვლავის ორი გოლით “მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერლიგის ცხრილში სამი ქულით დაწინაურდა. მაგრამ, ცხრილი ცხრილად და ამ ორი გოლის წყალობით რონალდუს მიერ მიმდინარე სეზონში შესრულებულ შედეგიან დარტყმათა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეგენდარული ჯორჯ ბესტის მიერ 40 წლის წინ დამყარებული რეკორდი რეკორდი აღარ არის.
ფერგიუსონი: “ამდენი გოლის გატანა საოცრებაა. ეს ბიჭის შესაძლებლობებზე მეტყველებს. თანამედროვე ფეხბურთში ამ შედეგის გამეორებას ვერავინ შეძლებდა და ეს დიდებულია. რაც შეეხება ამ 23 წლის ვარსკვლავის კაპიტნობას, არ მინდა, ამისგან მოვლენის შექმნას შევუწყო ხელი. “მანჩესტერის” კაპიტნობა უდიდესი პასუხიმგებლობაა, მაგრამ რონალდუ ამისკენ ილტვოდა. ერთი სიტყვით, ის ამ დიდ პასუხისმგებლობას კარგად ეგუება და ღირსეულად ართმევს თავს”. ოთხშაბათს, რონალდუმ საუცხოოდ შესრულებულ ჯარიმათა კოლექციას ახალი შემატა და მისი თამაშით ისედაც აღტაცებული მწვრთნელის კიდევ უფრო დიდი აღტაცება გამოიწვია. ფერგიუსონი: “მას საჯარიმოების ნიჭი და ტექნიკა ბუნებრივად მოსდგამს, მაგრამ რაც ვიცნობ, სულ ამ დარტყმების დახვეწაშია. საერთოდ, ბურთის მიზანში გაშვება ერთია, მაგრამ გოლის გატანა - სხვა”. მაშ ასე, “მანჩესტერ იუნაიტედი” უახლოეს მდევარ “არსენალს” სამი ქულით უსწრებს, მომდევნო გუნდს, “ჩელსის” კი ხუთით - ლონდონელმა “ლურჯებმა” “ტოტენჰემ ჰოთსპურსთან” 4:4 ითამაშეს, თუმცა ალექსი მათ ჩამოწერას არ ჩქარობს: “ჩვენი დღებანდელი მდგომარეობა დიდი უპირატესობა არ არის, მაგრამ მაინც ლიდერობაა და ეს ძალიან კარგია. პრემიერლიგას ის გუნდი მოიგებს, რომელიც ყველაზე მეტ თანმიმდევრულობას და სტაბილურობას გამოამჟღავნებს. თუ ამას ჩვენ შევძლებთ, მაშინ თავადვე გავიმარჯვებთ, მაგრამ ვფიქრობ, გასაღები მაინც “ჩელსის” ხელთაა. საქმე ის არის, რომ “ლურჯები” ჩვენ და “არსენალს” შინ გველიან, არადა, ისინი შინ ძალიან ძლიერად თამაშობენ. ერთი სიტყვით, მე ჩემპიონატის ბოლო ნაწილს მაინც დაძაბული ველი. ძალიან საინტერესო იქნება მომავალი ტურიც - ახლა ხომ პრემიერლიგაში უკანალის აწვის პერიოდი დგას”. ფერგიუსონმა ჩვეულებრივ სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით ბოლო ტურში შვიდი კაცით სახეცვლილი გუნდი ათამაშა. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ კვირას, “ლივერპულის” წინაამღდეგ მან შესაძლოარიო ფერდინანდი ვერ გაუშვას მოედანზე. ფერდინანდს ზურგი ტკივა.
|