მანჩესტერის თავკაცი დარწმუნებული იყო რო მისი გუნდი რომელიმე თანამემამულე კლუბს დაუპირისპირდებოდა,ხოლო რეალურად ისინი მათ ფინალამდე ვერ შეხვდებიან.აი სერ ალექსის კომენტარი ამასთან დაკავშირებით: "ეს საოცარია,მეგონა რომ აუცილებლად რომელიმე ინგლისურ გრანდს დავუპირისპირდებოდით.კიდევ უფრო გასაოცარია რომ რომას მე-6 დავუპირისპირდებით(მთლიან ჯამში).ეს ამ წყვილს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.ჩვენ დასამალი ერთმანეთისგან არაფერი გვაქ.მათ საკმაოდ ჰყავთ ჩვენი გუნდი შესწავლილი,ისევე როგორც ჩვენ მათი . ხოლო რაც ფეხბურთის თემას არ უკავშირდება,ჩემი ყველაზე დიდი საფიქრალი ჩვენი მაყურებლების უსაფრთხოებაა,ყველას კარგად გვახსოვს შარშანდელი.წელს გაცილებით უკეთესი იყო,მაგრამ იმედი მაქ ყოველ ჯერზე რომის პოლიცია მაქსიმუმს გააკეთებს ,რათა მატჩი ყოველგვარი ინციდენტის გარეშე ჩატარდეს." რომას მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი:"ჩემი გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსებს 50%ით შევაფასებდი. და ბოლოს პოპულარული ტოტალიზატორი william hill მანჩესტერის შანსებს ყველაზე მაღლა აფასებს 1/3,შემდეგ მოდის ბარსელონა,ლივერპული,არსენალი და ა.შ.
|