მადრიდის “რეალმა” აღიარა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედიდან” კრიშტიანუ რონალდუს გადაბირების საქმეში მარცხი განიცადა. “კაცი იმას ვერ იყიდი, რისი გაყიდვაც მყიდველს არ უნდა” – დაასკვნა სამეფო კლუბის პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა. “რეალი” რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა პორტუგალიელი ვარსკვლავის შეძენას და საამისოდ არნახული თანხებიც ემეტებოდა, მაგრამ “მანჩესტერმა” თავისი ლიდერი არ დათმო, ხოლო ორი დღის წინ “რეალს” ფიფაში ჩივილითაც კი დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუკი ესპანური კლუბი რონალდუს გადაბირების მცდელობას ისევ განაგრძობს. კალდერონის აზრით, მისი გუნდი ვერ იქნება პასუხისმგებელი იმ შემთხვევაში, თუ რონალდუ უეცრად მათთან გადაბარგებას გადაწყვეტს, თუმცა იმავდროულად დასძენს: “ჩვენ არ ვეცდებით, მას მისი ამჟამინდელი კონტრაქტი დავარღვევინოთ, და ძალიან ვწუხვართ, რომ “მანჩესტერი”, კლუბი, რომელთანაც გადასარევი ურთიერთობები გვაქვს, ჩვენზე ასეთი გაბრაზებულია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არც ერთ მოთამაშეზე ისეთ გავლენას არ მოვახდენთ
... მეტის წაკითხვა
მას შემდეგ, რაც სერბეთის ნაკრები ამხანაგურად რუსეთს გაეჯიბრა და 2:1-ზე დამარცხდა, სერბთა მცველმა, ნემანია ვიდიჩმა მეტოქე გუნდი ქებით ცამდე აიყვანა: “გულახდილად გეტყვით, მოწინააღმდეგის მხრიდან ასეთ დალაგებულ და კომბინაციურ თამაშს არ ველოდი. რუსებმა ნამდვილად გვაჯობეს და გამარჯვებაც ალალად დაიმსახურეს. ისე, არც ისაა გამორიცხული, მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე რუსებმა დიდ წარმატებებს მიაღწიონ. პირადად მე ჰიდინკის გუნდს გულმხურვალედ ვუგულშემატკივრებ, ” - განაცხადა “მანჩესტერის” უკანახაზელმა.
პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი თვლის, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევმა ნახევარმცველმა კრიშტიანუ რონალდუმ, მადრიდის “რეალში” გადასვლის შანსი უნდა გამოიყენოს. ამის შესახებ, საფეხბურთო ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი იუწყება. “რონალდუსთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს და ჩვენ საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ. მას რამდენიმე რჩევა მივეცი. ფეხბურთში ცხოვრება საჭიროა არა მოგონებებით, არამედ შესაძლებლობებით. თუ მათ ვერ გამოიყენებ, შეიძლება მეორე შანსი აღარც გქონდეს. ჩვენ რონალდუს ნებისმიერ შემთხვევაში მხარს დავუჭერთ, რადგან ის ეროვნული გუნდის ნაწილია. მისი გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე საუცხოო იქნება და ვერც ერთი კლუბი ვერ აიძულებს, რომ უძილო ღამეები გაათენოს”, – განაცხადა სკოლარიმ.
საფრანგეთის საფეხბურთო კლუბ “ბორდოს” პრეზიდენტ ჟან-ლუი ტრიოს განცხადებით, “მანჩესტერ იუნაიტედიდან” მიქაელ სილვესტრის “ჟირონდელთა” რიგებში ტრანსფერი, შესაძლოა, არ შედგეს. ამის შესახებ, ფრანგული სპორტული გამოცემა L'Equipe იუწყება. ტრიოს თქმით, “ბორდოს” იმის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, რომ ფეხბურთელს იმხელა ხელფასი შესთავაზოს, რამდენსაც იგი ინგლისში იღებს. სილვესტრი მანჩესტერელთა რიგებში 1999 წლიდან გამოდის და გუნდის რიგებში ჩატარებულ 249 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი, შვეიცარიის ქალაქ ნევშატელში ჩავა, სადაც პორტუგალიის ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რათა კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერში დარჩენაში დაარწმუნოს. ამის შესახებ, ესპანური სპორტული გამოცემა Marca იუწყება. მსგავსი ნაბიჯი ,შოტლანდიელმა მწვრთნელმა 1995 წელს გადადგა, როდესაც ფრანგი თავდამსხმელი ერიკ კანტონა, პსჟ-ში გადასვლას აპირებდა. მაშინ მან, ფეხბურთელს ამ გადაწყვეტილებაზე უარი ათქმევინა. რონალდუს შეძენას მადრიდის “რეალი” ცდილობს, ხოლო ფერგიუსონს, 23 წლის პორტუგალიელის გუნდიდან გაშვება არ სურს.
საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი პატრის ევრა, კლუბს კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე შეუთანხმდა. ამის შესახებ, საფეხბურთო ინტერნეტ-გამოცემა Goal-ი იუწყება. ევრას მენეჯერის განცხადებით, მხარეებს მხოლოდ ფორმალობები დარჩათ მოსაგვარებელი, ხოლო ფეხბურთელის ანაზღაურება კვირაში 55000 ფუნტი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგი მცველის მიმართ ინტერესს რამდენიმე კლუბი იჩენდა, მან არჩევანი 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის სასარგებლოდ გააკეთა.
“The Sun”-მა გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც “მანჩესტერ იუნაიტედისა” და პორტუგალიის ნაკრების 23 წლის ვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს 24 წლის საცოლე ნერეიდა გალიარდო (შუაში) დაქალებთან ერთად მკერდმოტიტვლებული ჩნდება და ერთ-ერთ მათგანს მხურვალე ლესბოსურ ამბორსაც ჩუქნის. ფოტოები პალმას (მალიორკა) ერთ-ერთი ღამის კლუბის ტუალეტშია გადაღებული. “მას ძალიან უყვარს გართობა და, სადაც უნდა მივიდეს, ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ის უბრალოდ ასხივებს სექსუალობას” – ამბობს მისი ერთ-ერთი ნაცნობი. ნერეიდა ესპანელი მოდელია. რონალდუმ ის 4 თვის წინ სწორედ პალმაში გაიცნო. მას შემდეგ ისინი განუყრელნი არიან და, როგორც მილეთი მოელის, მალე ჯვარიც უნდა დაიწერონ.
ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” ირლანდიელი მცველი ჯონ ოში, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ, ბრიტანული სპორტული ინტერნეტ-გამოცემა Sky Sports-ი იუწყება. “დიდი ხანი ვიფიქრე, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. საკუთარ თავს ვკითხე: “სად უნდა წავიდე ასეთი საუცხოო გუნდიდან?”. ეს საკმაოდ რთული კითხვაა. ამიტომ, დარჩენა გადავწყვიტე”, – განაცხადა ოშიმ. 27 წლის ირლანდიელი ფეხბურთელი “მანჩესტერ იუნაიტედში” 1999 წელს ჩაირიცხა და მის რიგებში ჩატარებულ 191 მატჩში 9 გოლი გაიტანა. ირლანდიის ეროვნულ გუნდში იგი 2001 წლიდან გამოდის და 44 შეხვედრაში, მეტოქის კარი ერთხელ აიღო.
იტალიის “მილანს”, მომავალი სეზონის ბოლომდე, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი მარცხენა მცველი პატრის ევრას იჯარით წაყვანა სურს. ამის შესახებ, ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი იუწყება. ევრას, მანჩესტერელებთან კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ უმთავრდება. საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი, ინგლისურ კლუბში 2006 წელს გადავიდა და მის რიგებში ჩატარებულ 68 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. საკუთარი ქვეყნის ეროვნულ გუნდში, მან 9 შეხვედრა ითამაშა, მაგრამ მეტოქის კარი არ აუღია.