მადრიდის “რეალმა” აღიარა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედიდან” კრიშტიანუ რონალდუს გადაბირების საქმეში მარცხი განიცადა.
“კაცი იმას ვერ იყიდი, რისი გაყიდვაც მყიდველს არ უნდა” – დაასკვნა სამეფო კლუბის პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა.
“რეალი” რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა პორტუგალიელი ვარსკვლავის შეძენას და საამისოდ არნახული თანხებიც ემეტებოდა, მაგრამ “მანჩესტერმა” თავისი ლიდერი არ დათმო, ხოლო ორი დღის წინ “რეალს” ფიფაში ჩივილითაც კი დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუკი ესპანური კლუბი რონალდუს გადაბირების მცდელობას ისევ განაგრძობს.
კალდერონის აზრით, მისი გუნდი ვერ იქნება პასუხისმგებელი იმ შემთხვევაში, თუ რონალდუ უეცრად მათთან გადაბარგებას გადაწყვეტს, თუმცა იმავდროულად დასძენს:
“ჩვენ არ ვეცდებით, მას მისი ამჟამინდელი კონტრაქტი დავარღვევინოთ, და ძალიან ვწუხვართ, რომ “მანჩესტერი”, კლუბი, რომელთანაც გადასარევი ურთიერთობები გვაქვს, ჩვენზე ასეთი გაბრაზებულია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არც ერთ მოთამაშეზე ისეთ გავლენას არ მოვახდენთ
...
მეტის წაკითხვა