ორშაბათი, 2024-05-20, 5:50 PM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » Entries archive

ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელმა ნახევარმცველმა კრიშტიანუ რონალდუმ, მოსკოვში ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ჩელსის” დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში გუნდის გამოცვლას, არ აპირებს და ამით, “მანჩესტერის” გულშემატკივრები დაამშვიდა.
მანჩესტერული კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება, რომ ამ განცხადებით, 23 წლის პორტუგალიელმა, თავისი მადრიდის “რეალში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ხმებს მოუღო ბოლო.
ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, აპირებს, თუ არა ის კლუბის გამოცვლას, რონალდუს ემოციურად უპასუხია: “არა, არა და არა! მე ვრჩები”!








ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ გილმა განაცხადა, რომ კლუბი, ჩემპიონთა ლიგისა და ინგლისის პრემიერლიგის მოგების აღსანიშნავად, ქალაქში საზეიმო აღლუმის მოწყობას აპირებს.
ამის შესახებ, გილმა კლუბის ტელეარხს განუცხადა.
თავდაპირველად, აღლუმის გამართვა დღეისთვის იგეგმებოდა, თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობამ მისი ორგანიზება ზაფხულისთვის გადადო.
“მის სათანადოდ ორგანიზებას დიდი დრო სჭირდება. აუცილებელია, რომ ყველაფერი ქალაქის ხელმძღვანელობასთან და პოლიციასთან შევათანხმოთ”, – აღნიშნა გილმა.








ესპანური “სევილიას” პრეზიდენტმა ხოსე მარია დელ ნიდომ განაცხადა, რომ კლუბმა, ცოტა ხნის წინ “მანჩესტერ იუნაიტედისგან” მიღებული ბრაზილიელ მცველ დანიელ ალვესის შეძენასთან დაკავშირებული წინადადება უარყო.
როგორც Sportinglife იუწყება, “მანჩესტერელები”, ალვესის სანაცვლოდ, 25 მილიონ ევროს იხდიდნენ, მაგრამ ესპანელებს შეთავაზებული თანხა ეცოტავათ. ერთი წლის წინ, ლონდონის “ჩელსი”, დანიელ ალვესის სანაცვლოდ 36 მილიონს იხდიდა.
“დანიელის მიმართ უდიდესი დაინტერესებაა. ჩვენ გვაქვს შეთავაზებები ესპანური, იტალიური და ინგლისური კლუბებიდან. მზად ვართ, რომ ფეხბურთელს შეველიოთ, მაგრამ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სათანადო კომპენსაციას მივიღებთ”, – განაცხადა დელ ნიდომ.







ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” არგენტინელი თავდამსხმელი კარლო ტევესი, ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ჩელსის” დამარცხების შემდეგ ამბობს, რომ ის, ემოცებიეთ გადატვირთულია.
ამის შესახებ, ტევესმა Тribalfootball-ს განუცხადა.
“რაღაც მსგავსი ადრეც განმიცდია. ჩემი გული ემოციებითაა სავსე. როდესაც ბავშვი ვიყავი, ვოცნებობდი, რომ მსგავს ჯილდოს მოვიპოვებდი. ახლა ოცნება ამიხდა და ბედნიერი ვარ. ამ ჯერზე, აუცილებლად უნდა მომეგო, რადგანაც, აქამდე, ფინალში 2-ჯერ დავმარცხდი - ბრაზილიის ნაკრებთან ერთად Copa America-ზე და ლიბერტადორესის თასზე. ფერგიუსონი რწმენას გვინერგავს და გუნდს მისი გადაწყვეტილებები მუდამ სჭირდება”, – ამბობს კარლოს ტევესი.





ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანმა რიო ფერდინანდმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების შემდეგ აღიარა, რომ დარწმუნებული იყო, “ჩელსის” კაპიტანი ჯონ ტერი პენალტს გაიტანდა და “მანჩესტერი” თასის გარეშე დარჩებოა.
ამის შესახებ, ფერდინანდმა Reuters განუცხადა.
ტერი თერთმეტმეტრიანების სერიის გადამწყვეტ, მე-5 დარტყმას ასრულებდა და გოლი რომ გაეტანა, თასი “ჩელსის” დარჩებოდა, მაგრამ მას ფეხი დაუცურდა და ბურთი კარს ააცილა. ამის შემდეგ, მის თანაგუნდელ ნიკოლა ანელკას, “მანჩესტერის” კარის დარაჯმა ვან დერ სარმა აჯობა და თასი “იუნაიტედს” დარჩა.
“ვფიქრობდი, რომ ჯონი პენალტს გაიტანდა. ვარჯიშების დროს, ის თერთმეტმეტრიანებს იდეალურად არტყამს, თუმცა, მისდა საუბედუროდ, ფეხი დაუცურდა, მაგრამ ვიღაცას ხომ უნდა წაეგო”, – თქვა ფერდინანდმა, რომელიც ტერის თანაგუნდელია ინგლისის ეროვნულ ნაკრებში.





ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი რაიან გიგზი, რომელმაც მთელი თავისი საფეხბურთო კარიერა ამ კლუბში გაატარა და 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო თასს მე-2-ედ დაეუფლა, განაცხადა, რომ ამ გამარჯვებამ, 9 წლის წინანდელ გამარჯვებაზე მეტად გაახარა.
გიგზმა 1999 წლის ფინალში ითამაშა, როდესაც “მანჩესტერმა” მიუნხენის “ბაიერნი” შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე გატანილი 2 გოლის წყალობით დაამარცხა, მოსკოვში კი, გიგზი “ჩელსის” წინააღმდეგ მოედანზე მე-2 ტაიმში გამოჩნდა და კლუბში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით, სერ ბობი ჩარლტონის რეკორდი მოხსნა.
“ამ გამარჯვებამ წინაზე მეტად გამახარა, რადგანაც 1999 წელს ვფიქრობდით, რომ ჩემპიონთა თასს მალე მე-2-ედაც მოვიპოვებდით. ჩვენ დავიმსახურეთ გამარჯვება. პირველ ტაიმში უკეთ ვითამაშეთ და ინიციატივას ვფლობდით, მე-2 ნახევარში კი, მომენტები მეტოქემ შექმნა, მაგრამ ჩვენ გოლი არ გავუშვით”, – განუცხადა Reuters რაიან გიგზმა.





მოსკოვში, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ჩელსის” შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრის გმირი, მანჩესტერელთა ჰოლანდიელი კარის დარაჯი ედვინ ვან დერ სარი გახდა, რომელმაც მატჩისშემდგომ თერთმეტმეტრიანებში, ნიკოლა ანელკას დარტყმა მოიგერია და “მანჩესტერს”, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩემპიონთა თასი მე-2-ედ მოაგებინა.
1999 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში, როდესაც ბარსელონაში “მანჩესტერმა” მიუნხენის “ბაიერნი” დრამატულ შეხვედრაში დაამარცხა, ინგლისური კლუბის კარს პეტერ შმეიხელი იცავდა, თავად ვან დერ საარს კი, ჰოლანდიური “აიაქსის” შემადგენლობაში, ფინალი 2-ჯერ უთამაშია. 13 წლის წინ, “აიაქსმა” “მილანი” 1:0 დაამარცხა, ერთი წლის შემდეგ კი, “აიაქსი” “იუვენტუსთან” თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა. სამაგიეროდ, 37 წლის მეკარის გუნდმა, გუშინ, თერთმეტმეტრიანების სერიით, გამარჯვება მოიპოვა.
“12 წლის წინ, მე თერთმეტმეტრიანების სერიაში დავმარცხდი, ახლა კი მოვიგე. ჩვენ ეს დავიმსახურეთ”, – განუცხადა АР–ს ედვინ ვან დერ სარმა.

< ... მეტის წაკითხვა


ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელი ნახევარმცველი კრიშტიანუ რონალდუ აღიარებს, რომ მატჩისშემდგომ თერთმეტმეტრიანების სერიაში მის მიერ გაფუჭებულმა დარტყმამ, “მანჩესტერი”, ლამის, ჩემპიონთა ლიგის გარეშე დატოვა.
ამის შესახებ, რონალდუმ უეფას ოფიციალურ საიტს უთხრა.
“გავიფიქრე, რომ წავაგებდით. ვფიქრობდი, რომ ეს დღე, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღე იქნებოდა. თუმცა საბოლოოდ, სეზონის 2 უმთავრესი ჯილდო, პრემიერლიგა და ჩემპიონთა თასი მოვიგეთ და ახლა, დღევანდელი დღე, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო დღე იქნება. მე ძალიან ამაყი ვარ”, – თქვა რონალდუმ.
მატჩისშემდგომ თერთმეტმეტრიანების სერიაში, რონალდუს დარტყმა “ჩელსის” მეკარე პეტერ ჩეხმა მოიგერია, მაგრამ მერე, ჯერ ლონდონელთა კაპიტანმა ჯონ ტერიმ ბურთი კარს ააცილა, ნიკოლა ანელკას დარტყმა კი, ვან დერ სარმა მოიგერია.
მიუხედავად გაფუჭებული თერთმეტმეტრიანისა, რონალდუ ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.



ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ კრიშტიანუ რონალდუს მადრიდის “რეალში” შესაძლო გადასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
როგორც სააგენტო AP-ი იტყობინება, კლუბის სახელით განცხადება “მანჩესტერ იუნაიტედის” გენერალურმა დირექტორმა დევიდ გილმა გააკეთა.
“ეს საკითხი ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტილია – კრიშტიანუ რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში” რჩება. მას ხანგრძლივი კონტრაქტი აქვს და რატომ უნდა დატოვოს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი? ვერ ვხედავთ მიზეზს, რის გამოც ეს ტრანსფერი უნდა შედგეს. დარწმუნებული ვარ, პორტუგალიელი ფეხბურთელიც ზუსტად ასევე ფიქრობს” – აცხადებს გილი.
აქამდე, აღნიშნული ტრანსფერის განხორციელების შესაძლებლობა “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმაც გამორიცხა. შოტლანდიელმა სპეციალისტმა მოსკოვში, ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზად არის, სანაძლეოც კი დადოს იმაზე, რომ რონალდუ ინგლისურ კლუბში დარჩება.
რონალდუს “რეალში ... მეტის წაკითხვა


პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბრაზილიელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ, ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევი ნახევარმცველი კრიშტიანუ რონალდუ, გუნდის კაპიტნად დანიშნა.
ამის შესახებ, ბრიტანული სპორტული ინტერნეტ-გამოცემა Sky Sports-ი იუწყება.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე რონალდუ საკუთარი ქვეყნის ღირსებას 7-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
მანჩესტერელთა ნახევარმცველი პორტუგალიის ეროვნულ გუნდში 2003 წლიდან გამოდის და მის რიგებში ჩატარებულ 54 მატჩში 20 გოლი გაიტანა.
31 მაისს პორტუგალიელები ქალაქ ვიზეუში საქართველოს ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ.


« 1 2 3 4 5 ... 40 41 »
შესვლა საიტზე
კალენდარი
«  მაისი 2024  »
კვორსამოთხხუთპარშაბ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2024Website builderuCoz