ორშაბათი, 2024-05-20, 8:46 PM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » Entries archive

მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკვლავმა კრისტიანო რონალდომ კიდევ ერთხელ დაადასტურა დღეს რომ მისი ოცნების გუნდი რეალ მადრიდია და მზადაა თუ ყველაფერი წესრიგში იქნება ოლდ ტრაფორდი დატოვოს.

კრისტიანო პორტუგალიაში იმყოფება და საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მატჩისათვის ემზადება. მან ადგილობრივ ტელევიზიას მისვა ინტერვიუ რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ 60% ანუ უპირატესობა ამ ტრანსფერისა რეალ მადრიდისაკენ გადმოიხარა.

რონალდო: "ჩემი ოცნებაა ვითამაშო რეალ მადრიდში. თუ გაინტერესებთ მაქ თუ არა ამის მეტი ოცნება მინდა გიპასუხოთ რომ არა. ძალიან კარგი, ეს ჩემი ოცნებაა."

"მე კონტრაქტი მაქვს ჯერჯერობით მანჩესტერ იუნაიტედთან და მზად ვარ მათან სალაპარაკოდ."

"ჩემი სამომავლო გეგმები კიდევ ერთხელ ავღნიშნავ ორ კვირაში გაირკვევა."

კრისტიანო რონალდომ კიდევ ერთხელ მოუწოდა მადრიდელებს და მანჩესტერლებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა რადგან მან გააკეთო ზუსტი არჩევა ... მეტის წაკითხვა

კრსტიანო რონალდომ გუშინ გამოხატა თავისი დიდი სურვილი მადრიდში თამაშისა, მაგრამ დღეს უკვე იგი თანხმობას აცხადებს მადრიდში გადმოსაბარგებლად.


ესპანური გაზეთი მარკა იუწყება რომ მადრიდი რონალდოს წლიურ ანაზღაურებას 9.5 მილიონ ევროს პირდება.ასეთი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ რონალდო იქნება ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი მთელს ევროპაში და მისი ტრანსფერი მოხსნის ზინედინ ზიდანის სატრანსფერო ფასს (შეგახსენებთ რომ ზიდანში რეალმა 62მილიონი ევრო გადიხადა, ხოლო რონალდოში 80 მილიონ ევროს იხდის).


მარკა აცხადებს რომ რეალი რონალდოში შესთავაზებს მანიუს ბოსობას 80 მილიონ ევროს, მაგრამ სავარაუდოა რომ ეს ფასი 90 მილიონამდე გაიზრდება, მაგრამ 90 არ გადასცდება


ინფორამაციის წყარო: Marca.Com
| Added by: madridunited | Comments (8)


ირლანდიურმა საბუქმეიკერო კანტორა Paddy Power-მა 1,5 მილიონი ევრო დაკარგა მას შემდეგ, რაც “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა კრიშტიანუ რონალდუმ, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში ანგარიში გახსნა.
ამის შესახებ, ინტერნეტ-გამოცემა sportbox-ი იტყობინება.
მომხდარის მიზეზი, ადმინისტრაციის მიერ კლიენტების მისაზიდად დადებული პირობა გახდა, რომლის თანახმად, თუკი, პორტუგალიელი ნახევარმცველი “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ჩელსის” შეხვედრაში, თუნდაც ერთი გოლის ავტორი გახდებოდა, ნებისმიერ შედეგზე წაგებული თანხა, მოთამაშეებს უნდა დაბრუნებოდათ. ამგვარად, მას შემდეგ, რაც ეს მოხდა, ირლანდიელმა ბუქმეიკერებმა 1,5 მილიონი ევრო დაკარგეს – სწორედ ამ ოდენობის თანხა იყო მოთამაშეების მიერ მოსკოვურ მატჩზე სხვადასხვა შედეგზე დადებული.
თუ რა ბედი ეწია საბუქმეიკერო კანტორის მენეჯერს, რომელმაც მოთამაშეებს ამგვარი პირობა შესთავაზა, უცნობია.
ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი, გამარჯვ ... მეტის წაკითხვა


ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედისა” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი კრიშტიანუ რონალდუ, რომლისთვისაც ბოლო სეზონი კარიერაში საუკეთესო გამოდგა, მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებს და აცხადებს, რომ მომავალ სეზონში უკეთ ითამაშებს.
ამის შესახებ Sky Sports-ი იტყობინება.
“მანჩესტერ იუნაიტედი ყოველ სეზონში პროგრესირებს. ეს სეზონი ბრწყინვალედ ჩავატარეთ, მე ორი საკლუბო ტიტულისთვის ბრძოლაში ბევრი გოლი გავიტანე და ვეცდები, რომ მომავალ სეზონში კიდევ უფრო უკეთ ვითამაშო. ახლა პირველი ევროპული ტიტული მოვიპოვე და მინდა უფრო და უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო, რადგან ეს წარმოუდგენელი გრძნობაა” – აცხადებს რონალდუ, რომელმაც აწ უკვე დასრულებულ სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად ინგლისის ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება იზეიმა. ამავდროულად, პორტუგალიელი ფეხბურთელი 31 გოლით პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ინგლისში სეზონის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს.



საფეხბურტო კლუბ მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა მზადაა"მანჩესტერის" ფეხბურთელის ქრიშტიანუ რონალდუს ნაცვლად გაიღოს საკმაოდ დიდი თანხა. როგორც ესპანური გაზეთი Marca იტყობინება უახლოეს დროში პრეზიდენტი "სამეფო" კლუბისა რამონ კალდერონი შეხვდება ბრიტანული გუნდის მფლობელს გლეიზერს და შესთავაზებს 80 მილიონ ევროს პორტუგალიის ნაკრების კაპიტანის სანაცვლოდ.
ამ წუთისთვის ყველაზე სარფიანი ტრანსფერი არის 2001 წელს განხორციელებული, როდესაც ტურინის "იუვენტუსიდან" "რეალში" გადავიდა ზინედინ ზიდან 76 მილიონ ევროდ.
აღნიშნული წყარო იტყობინება ტრანსფერი მაშინ დაიძრება, როდესაც გაირკვევა ურთიერთობა ბრაზილიელ რობინიოსთან, რომელსაც 2010 წლამდე აქვს გაფორმებული კონტრაქტი და შესაძლოა ამავე ზაფხულში გადავიდეს ლონდონის "ჩელსიში".
შეგახსენებთ, რომ ოთშაბათს "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში კრიშტანო რონალდუ გახდა მფლობელი ჩემპიონთა ლიგისა. მან გაიტანა ერთადერთი გოლი ლონდონის "ჩელსის" კარში თუმცა პენალტების სერიაში მისი დარტყმული ბურთი მო ... მეტის წაკითხვა


მფლობელი ”ზენიტი” და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ”მანჩესტერ იუნაითედი” 29 აგვისტოს მონაკოში უეფას სუპერთასს გაათამაშებენ. იუწყება პეტერბურგის ფეხბურთის კლუბის პრესსამსახური.ორი საუკეთესო გუნდის შეხვედრა ”ლუი-დოზიემის” სტადიონზე გაიმართება.


პეტერბურგის ”ზენიტი” გახდა მეორე რუსული გუნდი, რომელმაც 14 მაისს მანჩესტერში შოტლანდიის ”გლაზგო რეინჯერსის” დამარცხების შედეგად უეფას თასი მოიპოვა. პირველად ეს საპატიო ტროფეი მოსკოვის ” ЦСКА”-მ აიღო (2005 წელს), მაგრამ უეფას სუპერთასისთვის ბრძოლაში ის მონაკოში ინგლისის ”ლივერპულთან” ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

”მანჩესტერ იუნაითედი” გუნდის ისტორიაში მესამედ გახდა ევროპის მთავარი საკლუბო თასის მფლობელი. მან 21 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის ”ჩელსი” დაამარცხა. ”მანჩესტერ იუნაითედს” უეფას სუპერთასი მოგებული აქვს 1991 წელს დღევანდელი მთავარი მწვრთნელის ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით



ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედის მეკარე ედვინ ვან დერ საარი ფინალის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
"ტერი ნამდვილად წაბორძიკდა, აქ ჩემი არანაირი დამსახურება არაა, მაგრამ რაც შეეხება ანელკას ეს უკვე სხვა საქმეა. როდესაც შენ იგერიებ თერთმეტმეტრიანს ეს მეკარისათვის ენით აღუწერელი რამაა, მითუმეტეს თუ ამას ჩემპიონთა ლიგის ფინალში აკეთებ. არ არის საჭირო იყო შესანიშნავი თავდამსხმელი რომ კარგად შეასრულო პენალტი, აქ ყველაფერი ინტუიციაზეა დამოკიდებული და ასევე რაღათქმაუნდა გამართლებაზეც. მე გადამწყვეტი პენალტი მოვიგერიე და მატჩის გმირი გავხდი, რა შეიძლება იყოს მეკარისტვის უკეთესი? მგონი არაფერი, მე ძალზე ბედნიერი ვარ"- განაცხადა ჰოლანდიელმა გოლკიპერმა.









პორტუგალიელმა ნახევარმცველმა მართლაც რომ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, მან მანჩესტერის მეტოქეებს 42 გოლი გაუტანა, მაგრამ შეიძლებოდა ეს სეზონი კრახით დამთავრებულიყო . . .
"როდესაც მე პენალტი ვერ გავიტანე ვფიქრობდი, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდი დღე იყო, მაგრამ მოხდა სასწაული. ბედისწერა ჩვენს მხარეს იყო და ჩვენ ჩემპიონთა ლიგის თასს დავეუფლეთ. ფეხბურთი ფეხბურთია - გავიტანე თამაშში მაგრამ ვერ გავიტანე პენალტი, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. მე ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით, მათ უკანასკნელ წუთამდე სჯეროდათ გამარჯვების და საბოლოოდ ასეც მოხდა, ჩვენ ჩემპიონთა ლიგის გარდა ინგლისის პრემიერლიგაც მოვიგეთ და დამერწმუნებით ნამდვილად შესანიშნავი სეზონი გამოგვივიდა"- განაცხადა რონალდუმ.









მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი თვლის რომ მის გუნდს ფორტუნა დაეხმარა ამ გამარჯვების მიღწევაში.
"ბედისწერამ ჩვენ დახმარების ხელი გამოგვიწოდა, ჩვენ გვქონდა დასახული მიზანი რომლის მისაღწევათაც მივისწრაფოდით და მივაღწიეთ. ფორტუნა ჩვენს მხარეზე აღმოჩნდა როდესაც ტერი წაბორძიკდა და პენალტი ვერ გამოიყენა. მაშინ მე გავიფიქრე რომ ჩვენ აუცილებლად მოვიგებდით. განვიცდი უდიდეს სიამაყეს და ბედნიერი ვარ იმით რომ ჩვენ კვლავ ჩემპიონები ვართ. მიუხედავად ამისა დიდ ხანს არ ვაპრებ ზეიმს და რამოდენიმე დღეში უკვე მომავალ სეზონზე ფიქრს შევუდგები"-განაცხადა სერ ალექსმა.
სერ ალექს ფერგიუსონმა ჩემპიონთა ლიგა მეორედ მოიგო, პირველად მან ეს 1999 წელს მოახერხა, როდესაც სასწაულით დაამარცხა მიუხენის ბაიერნი, მაშინ მანჩესტერელებმა მაჩის მიწურულს 2 გოლი გაიტანეს და მართლაც სასწაული მოახდინეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ სერ ალექს ფერგიუსონი უკვე 22ე წელია რაც გუნდშია, ეს შედეგი კი თანამედროვე ფეხბურთში ნამდვილად ძალზედ დიდი მი ... მეტის წაკითხვა


ინგლისურმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” ევროპული საკლუბო სეზონი ტრიუმფით დაასრულა. ალექს ფერგიუსონის გუნდმა, ქვეყნის ჩემპიონის ტიტულთან ერთად, კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი - ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.
“მანჩესტერ იუნაიტედმა” ოთხშაბათს, მოსკოვში, სტადიონ “ლუჟნიკზე”, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში ლონდონის “ჩელსის” პენალტების სერიაში 6:5 სძლია და არსებობის ისტორიაში, 1878 წლიდან – დღემდე, მესამედ დაეუფლა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტიტულს(1968, 1999, 2008), აქედან ორჯერ გუნდი უდიდეს წარმატებამდე ალექს ფერგიუსონმა მიიყვანა.
ჩემპიონთა ლიგის მოსკოვურმა ფინალმა, ინგლისური კლუბების მონაწილეობით, ფეხბურთის მოყვარულთა მოლოდინი სრულებით გაამართლა. “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ჩელსის” დაპირისპირება უკომპრომისო, ზედაძაბული გამოდგა და მას ალბათ ვერც სანახაობრივ მხარეს დაუწუნებს ვინმე. მატჩის პირველ ტაიმში უკეთ მანჩესტერელი ფეხბურთელები გამოიყურებოდნენ, რომლებმაც 26-ე წუთზე გახსნეს კიდეც ანგარიში, გუნდი სეზონის საუკე ... მეტის წაკითხვა

« 1 2 3 4 ... 40 41 »
შესვლა საიტზე
კალენდარი
«  მაისი 2024  »
კვორსამოთხხუთპარშაბ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2024Website builderuCoz