მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი რამონ კალდერონი მზადაა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედისა” და პორტუგალიის ნაკრების შემტევ კრიშტიანუ რონალდუს, სარეკორდო წლიური ანაზღაურება – 8,75 მილიონი ფუნტი სტერლინგი შესთავაზოს. როგორც DiarioSport-ი იტყობინება, “რეალის” პრეზიდენტი, რონალდუს შეძენასთან დაკავშირებული ხმამაღალი განცხადებებით, ცდილობს, პოპულარობა შეინარჩუნოს კლუბის გულშემატკივრებში, იმ შემთხვევისთვის, თუ გუნდი ესპანეთის პრომერადივიზიონში ლიდერის პოზიციას ვერ შეინარჩუნებს და მიმდინარე სეზონში ტიტულის გარეშე დარჩება. პარალელურად, რონალდუს, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩენა უნდა, საკუთარ კლუბთან ჯერ არ დაუმთავრებია მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც, მან “მანჩესტერ იუნაიტედთან” ახალი – 5-წლიანი კონტრაქტი უნდა გააფორმოს. მანჩესტერელები მას წლიური ანაზღაურების სახით 4,25 მილიონ ფუნტს სთავაზობენ. კიდევ 4 მილიონს, პორტუგალიელი სპონსორებთან გაფორმებული კონტრაქტიდან იღებს.