ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველმა გარი ნევილმა, რომელიც მოედანზე დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში არ გამოჩენილა, “ლივერპულისა” და “მანჩესტერის” დუბლებს შორის გამართულ შეხვედრაში, მოედანზე 60 წუთი გაატარა. როგორც BBC იუწყება, 33 წლის ფეხბურთელმა, ტერფის ტრავმა, რომელიც მას თითქმის ერთი წელი აწუხებდა, სრულად მოირჩინა და ძირითად გუნდში დასაბრუნებლად მზადაა. თითქმის ერთი წლის განმავლობაში, ნევილმა რამდენჯერმა სცადა მოედანზე დაბრუნება, მაგრამ ტრავმამ, აქამდე, ამის საშუალება არ მისცა.