ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” უელსელმა შემტევმა რაიან გიგზმა, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ამ ტურნირზე თავისი მეასე შეხვედრა ჩაატარა. ეს საიუბილეო მოვლენა, უელსელმა, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ შეხვედრაში, ფრანგული “ლიონის” წინააღმდეგ დაამრგვალა. როგორც უეფა-ს ოფიციალური საიტი იტყიბინება, გიგზი მე-8 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ტურნირში ასიან ზღვარს მიაღწია. “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელებიდან, პირველად ამ ზღვარს დევიდ ბექჰემმა გადააბიჯა, უახლოეს მომავალში კი, იგივე პერსექტივა გარი ნევილს და პოლ სქოულზს ელით, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაზე, შესაბამისად, 99 და 98 მატჩი დაუგროვდათ. ჩემპიონთა ლიგაში მე-100 შეხვედრა, ერთ-ერთმა პირველმა, მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა რაულმა ჩაატარა, რომლის ანგარიშზეც ამჟამად, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში, 114 მატჩია.
yvela ronaldus,manche s da runis pans vtxov www.pexburticom-ze shevides da gamokitxvashi me momces xma anu vazha22-s.cinascar didi madloba!RONALDO _4EVER THE BEST
Only registered users can add comments. [ Register | Log in ]