სამშაბათი, 2025-07-08, 0:03 AM




| RSS
საიტის მენიუ
გამოკითხვა
ლიგის ჩემპიონი გახდება?
Total votes: 123
Main » 2008 » თებერვალი » 23 » ფერგიუსონი
ფერგიუსონი
10:51 AM

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ამბობს, რომ კარლოს ტევესის საპასუხო გოლი, რომელიც მან ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში საფრანგეთში “ლიონის” კარში გაიტანა, “განსაკუთრებული მნიშვნელობის” იყო. ფერგიუსონი ფიქრობს, რომ ახლა, მის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს.
მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ინგლისელთა დამრიგებელმა ისიც განაცხადა, რომ შეხვედრამ, “მანჩესტერისა” და “ლიონის” 3 წლის წინანდელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი გაახსენა, რომელიც 2:2 დასრულდა.
“ამ მატჩმა, 3 წლის წინანდელი შეხვედრა გამახსენა. დღეს “ლიონმა” ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა, რომელმაც მასპინძლებს ენერგია შემატა. ამასთან ერთად, ფრანგები თავსაც კარგად იცავდნენ. გოლი არაფრისგან გავუშვით, თუმცა ამან, კიდევ ერთხელ დაადასტურა ახალგაზრდა ბენზემას მაღალი სათამაშო კლასი. მისი დარტყმა არაჩვეულებრივი იყო, თუმცაღა, იმ მომენტში ვვარაუდობდი, რომ მატჩის მსვლელობას სრულად ვაკონტროლებდით.
მიუხედავად ამისა, მე ძალიან ბევრი ვარიანტი მრჩებოდა, რათა ჩვენი თამაში გამაძლიერებინა. კარლოს ტევესი და ნანი ანგარიშის გათანაბრებაში დაგვეხმარნენ. ვფიქრობ, რომ ახლა, შემდეგ ეტაპზე გასვლის ძალიან კარგი შანსი გვაქვს. ტევესის გოლი განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო. ეს უკვე მერამდენედ ხდება, რომ ფეხბურთელების განწყობის ხარჯზე, ჩვენ შეხვედრის გადარჩენას ბოლო წუთებზე ვახერხებთ”, – ამბობს ფერგიუსონი.
ლიონში გამართული ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ შეხვედრაში, ბენზემამ ანგარიში 54-ე წუთზე გახსნა, ტევესმა კი, საპასუხო გოლი 87-ე წუთზე გაიტანა. განმეორებითი მატჩი 4 მარტს, მანჩესტერში, “ოლდ ტრაფორდზე” შედგება.

Views: 675 | Added by: Cristiano_Ronaldo_7 | Rating: 0.0/0 |
Total comments: 1
1 Zura  
0
uechvelad mogebulia es tamashi

Only registered users can add comments.
[ Register | Log in ]
შესვლა საიტზე
კალენდარი
«  თებერვალი 2008  »
კვ ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829
ძებნა
საიტის მეგობრები
სტატისტიკა
Copyright MyCorp © 2025Website builderuCoz