ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” უელსელი ნახევარმცველი რაიან გიგზი, ზაფხულში სამწვრთნელო კურსების გავლასა და ლიცენზიის აღებას აპირებს. ამის შესახებ, ВВС Sport-ს უელსის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა, ოუშიან რობერტმა აცნობა. “რაიანს A კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიის მიღება სურს და ზაფხულიდან სასწავლო კურსის დაწყებას აპირებს. ეს, საფეხბურთო უელსისთვის შესანიშნავი სიახლეა. ძალიან გვახარებს, რომ ასეთი ადამიანი ფეხბურთში დარჩენას გეგმავს. გიგზი, თავისი უდიდესი გამოცდილებით, ბრწყინვალე მწვრთნელი გახდება”, – მიიჩნევს რობერტი.