“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი დარწმუნებულია, რომ ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურამდე, გათამაშების ლიდერ ლონდონის “არსენალს”, მინიმუმ ერთი ჩავარდნა ექნება, რასაც მისი გუნდი მოუთმენლად ელის. ამის შესახებ ფერგიუსონმა Sky Sports–ისთვის მიცემულ ინტერვიუში განცხადა. “ისეთ სიტუაციაში ვართ, როდესაც შეცდომის დაშვება არ შეიძლება. ეტაპობრივად უნდა ვიაროთ წინ, თუმცა ამის გაკეთება იოლი არ იქნება. მოცემულ მომენტში “არსენალს” უპირატესობა აქვს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ისინი 5 ქულით გვისწრებენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სსეზონის დასრულებამდე ყველა გუნდი და მათ შორის “არსენალიც”, ქულებს დაკარგავს, ეს გარდაუვალია” – განცხადა ფერგიუსონმა. ინგლისის პრემიერლიგის დასრულებამდე 12 ტურით ადრე, გათამაშების ცხრილში “არსენალი” 63 ქულით პირველ ადგილზეა, მე-2 ადგილზე მყოფ “მანჩესტერ იუნაიტედს” 58 ქულა აქვს, “ჩელსი” კი 55 ქულით მე-3 პოზიციზეა.
ukve sami qulaa da manchesteri saxlshi arsenals rom mougebs mere pirdapir chempioniaaaaaa. maniu chempionia welsssssssssss. da iqneb ligasac gamovkrat xeliiiiiiiiiii