ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ რონალდუ, გიგზი, ჰარგრივზი და სქოულზი, “ლიონთან” სტუმრად გასამართ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში, სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან. როგორც მანჩესტერული კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება, რონალდუმ, გიგზმა და ჰარგრივზმა, ინგლისის თასის 1/8-ფინალის შეხვედრა, რომელშიც “მანჩესტერმა” ლონდონის “არსენალი” 4:0 გაანადგურა, იმის გამო გამოტოვეს, რომ მათ მწვრთნელმა დასვენების საშუალება მისცა. რაც შეეხება პოლ სქოულზს, მან ტრავმა ახლახანს მოიშუშა და “არსენალთან” შეცვლაზე 20 წუთი ითამაშა.
|