კრისტიანო რონალდო როგორც იქნა თავის მომავალზე ალაპარაკდა. პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ლონდონში მყოფმა ფეხბურთელმა "ბარსელონაზე" მინიშნება გააკეთა.
როგორც მოგეხსენებათ, კრისტიანო რონალდოს შეძენისთვის "ბარსელონა" და "რეალი" "იბრძვიან.
დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე რონალდომ განაცხადა, რომ მისი მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია და რამდენიმე სიტყვით მიანიშნა "ბარსელონაზე".
"ერთადერთი რაზეც ახლა ვფიქრობ ვარჯიშებია. არ ვიცი რა იქნება 6 თვის შემდეგ, მაგრამ მინდა ისეთივე დონეზე თამაში გავაგრძელო, როგორც ახლა და გავაუმჯობესო კიდეც" - განაცხადა პორტუგალიელმა, რომელიც გუშინ 22 წლის გახდა. პრეს-კონფერენციის განმავლობაში რონალდომ სამჯერ ახსენა "ბარსა". თავდაპირვეად მან ისაუბრა ფიგუს "ბარსელონადან" წასვლაზე, შემდეგ დეკოს კარგ თამაშზე და ბოლოს რონალდინიოს არყოფნაზე. კრისტიანო რონალდომ განაცხადა, რომ რონალდინიოს გვერდით თამაშს ისურვებდა. მისი ერთერთი საყვარელი ფეხბურთელი დეკოც გახლავთ. ამის შემდეგ ჟურნალისტებმა მას ბევრი კითხვა დაუსვეს "მანჩესტერიდან" წასვლის შესახებ, თუმცა რონალდომ ყველა კითხვას თავი აარიდა.
ogond ro waxval karebi gamoxure tore browni iseti gamoshterebulia ar gamogyves meshinia da tan magis ambavi ro vici sadme belgradis partizanshi an pragis spartashi amoyofs tavs