მანჩესტერ იუნაიტედი კრიშტიანუ რონალდუსათვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს . მანჩესტერის ხელმძღვანელობა ცდილობს შეინარჩუნოს გუნდის პორტუგალიელი ლიდერი , და მისი მადრიდის რეალში ან ბარსელონაში გადასვლა არ დაუშვას .
ორივე ზემოთ ხსენებული გუნდი 23 წლის პორტუგალიელისადმი თავის ინტერესს არ მალავს . მანჩესტერი რონალდუს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს , რომლის პირობების თანახმად იგი , რიო ფერდინანდთან და უეინ რუნისთან ერთად ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება . ანუ მისი ხელფასი კვირაში 100 ათას ფუნტს შეადგენს . მაგრამ "The Times" - ის ინფორმაციით ფეხბურთელს ჯერ არ გაუცია საბოლოო პასუხი .