ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა, გუნდის პორტუგალიელი ნახევარმცველი კრიშტიანო რონალდუ, დისციპლინის დარღვევისთვის, 8000 ფუნტი სტერლინგით დააჯარიმა. როგორც Man United Pies-ი იტყობინება, პორტუგალიელი ფეხბურთელი, ვარჯიშის დროს მობილურ ტელეფონზე საუბრის გამო დაისაჯა.