ბრიტანული “სანის“ ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის“ პორტუგალიელ ლეგიონერ კრიშტიანუ რონალდუს, ამას წინათ, იტალიის დედაქალაქ რომში თავის ძმაკაცთან ერთად შეუბერავს და ადგილობრივ მეძავებშიც გალაღებულა. “სანი“ რონალდუსა და კომპანიის კვალს მიჰყვა და იმ მეძავს გაესაუბრა, რომელმაც იმ, მისთვის “დაუვიწყარ ღამეს“ ამძუვნებული ფეხბურთელის ვნებები დააცხრო. გაბრიელას მონაყოლით - და ამ ფუნჩულა გოგოს სწორედ ასე ჰქვია - მის სახელოვან კლიენტს, სანამ საქმეზე გადავიდოდა, ჯერ ჯვარი მოუხსნია, მერე კი 120 გირვანქად ღირებული შამპანური მოუთხოვია. “ჩემი დაქალი და მე მას და მის ძმაკაცს ერთდროულად მოვემსახურეთ - იგონებს გაბრიელა - მე მგონი, კმაყოფილი დარჩა. ასეა თუ ისე, მან ყველაფერში 400 გირვანქა გადაგვიხადა“. როგორც ჩანს, იმ შამპანურს რონალდუ მაგრად დაუთვრია...
|