გასულ კვირას გაიმართა ამხანაგური შეხვედრები ეროვნული ნაკრებების დონეზე,რომელთაგან ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა პორტუგალიისა და იტალიის იყო რომელიც 1-3 დათმო პორტუგალიამ. ამ მათჩის წინ პორტუგალიელთა ნახევარმცველს პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პეხბურთელს დაბადების დღე ჰკონდა.იგი 23 წლის გახდა და განსაკუთრებიტ მონდომებული იყო,რომ მის გუნდს სკუადრა აძურა დაემარცხებინა და ამით მშვენიერი საჩუკარი გაეკეთებინა მისთვის. სამაგიოროდ პორტუგალიისთვის საქებარი სიტყვები არ დაიშურა იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრტნელმა რობერტო დონადონიმ. - იგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო პეხბურთელია.რონალდოსა და კაკას შედარება არ შეიძლება.ისინი სხვადასხვა პეხბურთს თამაშობენ,თუმცა ორივე მსოპლიოს დონის პეხბურთელია.კრისტიანო დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა მსოფლიოში,ამასთან,იგი საკმაოდ ახალგაზრდაა და შეუძლია კიდევ უფრო გააუმჯობესოს თავისი თამაში, - განაცხადა დონადონიმ. საკუთარ გეგმებზე საუბარი არ დაიზარა თავად რონალდომაც. - მზად ვარ ახალი გამოწვევისთვის,მაგრამ დღეისათვის მე გარკვეული ვალდებულება მაკავშირებს იუნაიტედტან და მინდა წარმატებებს ამ კლუბთან ერთად მივაღწიო. - რომელი ტურნირის მოგებაა თქვენთვის მთავარი ამ წელს? არ შემიძლია რომელიმე ტურნირის გამოყოპა.ტუ ვიტყვი,რომ ასეთი ევროპის ჩემპიონატია,ვერ გამიგებენ მანჩესტერის ფანები,ხოლო თუ ასეთად ჩემპიონთა ლიგას დავასახელებ,ეს არ გამოიწვევს ენტუზიაზმს ჩემს სამშობლოში.ჩემი აზრით,სრულიად რეალურია,რომ სამივე ტურნირის მოგება მინდა.საბედნიეროდ,ჩემი კლუბიც და ეროვნული ნაკრებიც ძლიერები არიან საამისოდ. - რომელია თქვენს მიერ გატანილი ყველაზე ლამაზი გოლი? შეიძლება ითქვას,რომ ასეთი პორთსმუთის კარში გატანილი ბურთია,ის ყველაზე ლამაზი გოლია მათ შორის,რომელიც ოდესმე გამიტანია,თუმცა რა თქმა უნდა,ადრეც ვახერხებდი ლამაზი გოლების გატანას.თუ ბურთის ფრენის ტრაექტორიას,ძალასა და დარტყმის სიზუსტეს გავიტვალისწინებთ,ალბათ შეიძლება ამ გოლს საუკეთესო ვუწოდო ჩემს ცხოვრებაში. - 5 თებერვალს 23 წლის გახდით.როგორ აღნიშნეთ ეს დღე? ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო.მინდოდა ეს დღე ჩემი ოჯახის წევრებთან,დედასთან და ძმებთან ერთად გამეტარებინა და ამით სრული სიამოვნება მიმეღო,მაგრამ,სამწუხაროდ,ეს ვერ მოხერხდა,რადგან ნაკრებში უნდა ვყოფილიყავი,იტალიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩისთვის მოსამზადებლად.სხვათა შორის,ჩემთვის ნაკრები მეორე ოჯახია. - ოქროს ბურთის მოგებაზე ფიქრობთ? დიდმა პეხბურთელებმა იციან,სინამდვილეში ვინ არის დიდი პეხბურთელი.ჩემი აზრით,იმისთვის,რომ ეს წოდება დაიმსახურო,საჭიროა მთელი სეზონის მანძილზე გამოიჩინო თავი და არა რომელიმე ხანმოკლე ტურნირზე გაისროლო როგორიც,ვტქვათ ევროპის ჩემპიონატია.აუცილებელია მუდმივად წარმოაჩენდე საკუთარ ოსტატობას,როგორც ქვეყნის ჩემპიონატში,ისე ჩემპიონთა ლიგაზე.ოქროს ბურთზე პიქრი საჭირო არ არის,თუ იმსახურებ,ისედაც მიიღებ. - რა გმირობები ჩაგიდენიათ მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში? გასულ წელს 23 გოლი გავიტანე.ამ სეზონში უკვე მოვახერხე ამ ნიშნულის დაძლევა და არ ვიცი,საბოლოოდ სეზონის ბოლოს რომელ ნიშნულზე შევჩერდები.
|