გუშინ გაიმართა აფრიკის თასის მორიგი მეოთხედფინალური დაპირისპირება, სადაც ანგოლა ტუნისის ნაკრებს შეხვდა. ანგოლელთა შემადგენლობაში კვლავ გაიბრწყინა "იუნაიტედის" 24 წლის თავდამსხმელმა მანუჩომ , რომელმაც საოცარი სილამაზის ბურთი გაიტანა. შეხვედრა ტუნისელებმა მოიგეს , მაგრამ მანუჩო მოედანზე გამორჩეული იყო. ანგოლელ ვარსკვლავზე კომენტარი გააკეთა ფერგიმ : " მანუჩო საოცარი ფორვარდია , რომლის თამაშსაც "იუნაიტედში" მოუთმენლად ველოდები. მისი გოლი კი მართლაც საოცრება იყო იმედი მაქვს "მანჩესტერის" შემადგენლობაშიც გამოიჩენს თავს."