"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუნსონი აცხადებს , რომ რონალდოს შეუძლია წლევანდელ სეზონში ლეგენდარული ჯორჯ ბესტის შედეგის გაუმჯობესება. ალექსმა კომენტარი გარდიანისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა: "კრისტიანო ფორმის პიკზე იმყოფება , ის ყოველ თამაშში გოლს იტანს ამიტომ ვფიქრობ რომ ის ჯორჯის შედეგს გააუმჯობესებს, მაგრამ ამ განცხადებით არ მინდა რონალდოს ზრდას ხელი შევუშალო". სერ ალექსმა კიდევ ერთელ შეაფასა "პორტსმუთის " კარში გატანილი ჯარიმა:" ეს ისეთი დარტყმა იყო რომლის მოგერიებასაც ვერცერთი კიპერი ვერ შეძლებდა.მე გუნდში ყოველთვის მყავდა ფეხბურთელები , რომლებიც სტანდარტებს უნიკალურად ასრულებდნენ მაგალითად ერიკ კანტონა, რაიან გიგზი, დევიდ ბექჰემი , მაგრამ რონალდო განსაკუთრებულია" .
|