"მანჩესტერ იუნაიტედის" ანგოლელი ლეგიონერი მანუჩო სეზონს ბერძნულ "პანათინაიკოსში" ჩაამთავრებს. 24 წლის ლეგიონერს ინგლისის სამუშაო ვიზა არ გააჩნია რის გამოც ის მანჩესტერში ვერ ითამაშებს ,სწორედ ამიტომ გადაწყდა მისი ათენელთა რიგებში ჩარიცხვა. ფეხბურთელი ტრანსფერით კმაყოფილია და აცხადებს , რომ მომავალი სეზონიდან იუნაიტედისთვის უამრავ გოლს გაიტანს.