“მანჩესტერ იუნატედის” მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა, თუკი ლონდონის “ტოტენჰემიდან” დიმიტარ ბერბატოვის შეძენა ვერ შეძლო, შესაძლოა, საკუთარი გუნდის რიგები ამსტერდამის “აიაქსის” ფორვარდით, კლაას-იან ხუნტელაარით შეავსოს. ამის შესახებ იუწყება ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph-ი. ფერგიუსონმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას ჰოლანდიელის თამაში მოსწონს და ხუნტელაარის გადმობირების წინააღმდეგ არ არის. გამოცემისვე ინფორმაციით, “აიაქსი” ფეხბურთელს 18 მილიონ ფუნტად აფასებს, ხოლო თჰე შუნ-ი ამტკიცებს, რომ მანჩესტერელები მზად არიან ფორვარდის სანაცვლოდ 12 მილიონი ფუნტი გადაიხადონ